წესები და პირობები
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და შპს „ჯითი1“-ს (შემდგომში „კომპანია“ ან „ჩვენ“) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე ხელშეკრულებას, რომელიც არეგულირებს თქვენ მიერ კომპანიის კუთვნილი ვებგვერდების/აპლიკაციების (შემდგომში პლატფორმა) azomva.com; www.agreement.ge; გამოყენების წესს (ანგარიშის გახსნა/გამოყენება/დახურვა, ნივთის/მომსახურების რეალიზაცია/შესყიდვა/განთავსება, მხარეთა ანაზღაურება, რეკლამირება და სხვა).
შპს „ჯითი1“ წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს პლატფორმის საშუალებით მომსახურების განთავსების/შეთავაზების/შეძენის/წინარე შეთანხმების შესაძლებლობას წინამდებარე „წესებით და პირობებით“ განსაზღვრული პირობებით ონლაინ ან სხვა სახის გზით.
წინამდებარე „წესებზე და პირობებზე“ დათანხმებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ სურს შპს “ჯითი1”-ს მიერ ოპერირებად პლატფორმაზე ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით კომპანიის მიერ შეთავაზებული სერვისებით სარგებლობა.
გთხოვთ, ვებგვერდის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე გამოყენების წესებს. ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს შპს “ჯითი1”-ს პლატფორმით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები.
პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც კომპანია თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს მუშავდება თქვენი თანხმობის საფუძველზე, წინამდებარე წესებში განსაზღვრული კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
რეგისტრაციის ფორმაში “ვეთანხმები წესებს და პირობებს”- მონიშვნით თქვენ ასევე ეთანხმებით კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
!!! კომპანია აფრთხილებს მომხმარებელს, რომ ის ვალდებულია დაიცვას საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები.
თავფურცელი
თავფურცელში აღწერილი მნიშვნელოვანი ფაქტები წარმოადგენს მიმდინარე ხელშეკრულების მოკლე ფაქტებს:
1. სერვისის მომთხოვნი ჩვენ პლატფორმაზე ათავსებს განცხადებას.
2. სერვისის შემსრულებელი განმცხადებელს თავაზობს სერვისის შესრულების საფასურს.
3. განმცხადებელი ირჩევს შეთავაზებებიდან მისთვის მისაღებ შემსრულებელს.
4. შემსრულებელი (ამზომველი, შემფასებელი და ა.შ.) შეთანხმებული საფასურიდან კომპანიას უხდის საკომისიოს, მომდევნო თვის 10 რიცხვამდე.
სარჩევი
2. მომხმარებლის ანგარიშის გახსნა და დახურვა. 9
3. იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრირებული უნივერსალური იდენტიფიკატორები. 11
5. ნივთის/მომსახურების მოთხოვნა და მიწოდების პირობები. 12
6. განმცხადებლის მიერ ნივთის/მომსახურების მოთხოვნაზე განაცხადის შევსება და შევსების პირობები. 15
7. ნივთის/მომსახურების მოთხოვნაზე ფასის შეთავაზება და მომსახურების პირობები. 15
8. ნივთის/მომსახურების შემოთავაზების არჩევა და მიღების პროცედურა. 16
9. კომპანიის მომსახურების საფასური. 17
10. კომპანიის პასუხისმგებლობის შეზღუდვა. 17
11. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა. 18
12. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი. 18
13. პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის პოლიტიკა. 19
14. თაღლითობის/საეჭვო შემთხვევის დაფიქსირების წესი. 19
18. გარდამავალი დებულებები. 20
დანართი 1 - კომპანიის სარეკლამო მომსახურების საფასური. 21
დანართი 2 - ანგარიშის დახურვის პროცედურა. 22
A. კონფიდენციალურობის პოლიტიკა. 24
1. როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას. 24
2. პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალობის დაცვის დაპირება. 24
4. პლატფორმაზე არსებული აქტივობები. 25
5. შეგროვებული ინფორმაციის სახეობა და მისი გამოყენება. 26
6. გადაწყვეტილების ავტომატიზირებული მიღება და პროფილირება. 27
7. პერსონალური ინფორმაციის ჯგუფები. 28
8. რისთვის ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას და ჩვენი მიზანი: 29
10. რა წყაროებიდან მოვიპოვებთ პერსონალურ ინფორმაციას. 30
11. ჩვენი სამართლებრივი საფუძველი: 31
12. ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს. 31
13. ჩვენ შეიძლება გადავცეთ თქვენი ინფორმაცია ბიზნესის გადაცემის დროს 31
14. ჩვენ შეიძლება გავცეთ თქვენი ინფორმაცია თქვენი ან სხვების დაცვის მიზნით 32
15. ინფორმაციის უსაფრთხოება. 32
17. მესამე მხარე ვებგვერდების კონფიდენციალობის პოლიტიკა. 33
18. ინფორმაციის დაცვის სხვადასხვა საკითხი. 33
20. „Facebook ავტორიზაცია“. 34
23. რამდენ ხანს ვინახავთ პერსონალურ ინფორმაციას?. 36
24. ცვლილებები კონფიდენციალობის პოლიტიკაში. 36
ტერმინთა განმარტება
წინამდებარე ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:
პირადი ანგარიში - ნიშნავს მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე რეგისტრირებულ ანგარიშს;
ავტორიზაცია - ნიშნავს მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წვდომას და მოიცავს წინამდებარე წესების და პირობების მე-6 მუხლით განსაზღვრულ ნებისმიერ ქმედებას;
გამოყენების წესები - ნიშნავს წინამდებარე წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომელსაც ეს გამოყენების წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებენ მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და პროდუქტთან, რომელიც შეთავაზებულია ვებგვერდზე/აპლიკაციაში ან ვებგვერდის/აპლიკაციის მეშვეობით;
ვებგვერდი - ნიშნავს შპს „ჯითი1“-ს კუთვნილ/სარგებლობაში არსებულ ვებგვერდებს: azomva.com; www.agreement.ge; რომლის მეშვეობითაც ხდება მომხმარებლის მიერ კომპანიის სერვისების შეკვეთა/მიღება;
კომპანია, ჩვენ ან ჩვენი - ნიშნავს შპს “ჯითი1”, რომელიც რეგისტრირებულია და არსებობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო კოდი: 405380154, რეგისტრირებული მისამართი: ქ, თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზ. 24ბ
კომპანიის სერვისი - კომპანიის მიერ პლატფორმის მეშვეობით მომხმარებლისთვის შეთავაზებული სხვადასხვა მომსახურებები: მომსახურების განთავსებისა და მიწოდების სერვისი, რეკლამა, საკურიერო სერვისი და სხვა.;
მომხმარებელი, მომხმარებლები, თქვენ - ნიშნავს ჩვენს პლატფორმაზე რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, მათ შორის მომსახურების განმთავსებელს, მომსახურებაზე ფასის შემთავაზებელს (ამზომველს/შემფასებელს/დიზაინერს და ა.შ.) ცალ-ცალკე და ერთად.
მხარეები - ნიშნავს კომპანიას და მის მომხმარებლებს;
პლატფორმა - შპს “ჯითი1”-ს მიერ ოპერირებადი პლატფორმა, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს შპს “ჯითი1”-ს ვებგვერდებს, აპლიკაციას ან/და ხელმისაწვდომ ყველა სხვა ალტერნატიულ არხსა და მასთან დაკავშირებულ მომსახურებებს, მათ შორის კომპანიის მიერ მომხმარებლების მისამართით განხორციელებულ ნებისმიერი სახის კომუნიკაციას შემოთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით;
საკონტაქტო ინფორმაცია - მომხმარებლის ტელეფონის ნომერი ან/და მობილური ტელეფონის ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი.
ოპერაცია - მომხმარებლის მიერ პირადი ანგარიშის გამოყენებით მის პირად ანგარიშთან ან/და მომსახურებებთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია.
უნივერსალური იდენტიფიკატორები - მომხმარებლის მიერ შპს “ჯითი1-სთვის” მიწოდებული მონაცემების ერთობლიობა (სახელი, გვარი, სახელწოდება, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი), რომელთა იგი უთითებს იდენტიფიკაციის სისტემაში და რის საშუალებითაც შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს კომპანიის მომსახურებებით;
წვდომის კოდ(ებ)ი - კოდები, პაროლები, მომხმარებლის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, უნივერსალური იდენტიფიკატორები და/ან სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც კომპანიამ შესაძლოა მიაწოდოს კლიენტს სხვადასხვა პროდუქტთან წვდომისათვის;
ხელშეკრულება - მომხმარებლებსა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს და მის დანართებს.
მომსახურების ხელშეკრულება - მომხმარებლებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ჩვენი პლატფორმის გამოყენების მეშვეობით შეთანხმებული პირობებით.
სადაც კონტექსტი ამის საშუალებას იძლევა, მხოლობითი რიცხვის აღმნიშვნელი სიტყვები ნიშნავს მრავლობითს და პირიქით.
მომსახურების მომთხოვნი - ასევე მოხსენიებული განმცხადებლად - ჩვენს პლატფორმაზე რეგისტრირებული ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც პლატფორმის მეშვეობით ახდენს მომსახურების მიღების განთავსებას და მიღებული შემოთავაზებებიდან არჩევას.
მომსახურების შემთავაზებელი - ასევე მოხსენიებული შემსრულებლად - ჩვენს პლატფორმაზე რეგისტრირებული ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ წესებს და კომპანიის პლატფორმის მეშვეობით ახდენს მომსახურების გაწევაზე ფასის შეთავაზებას და მომსახურების მომთხოვნთან შემდგომში მომსახურების გაწევაზე მზადყოფნას.
პრეტედენტი - მომხმარებელი, რომელიც მონაწილეობას იღებს პლატფორმაზე განთავსებული მომსახურების შესრულებაზე.
მომსახურება - მომსახურება, რომელიც განთავსებულია კომპანიის პლატფორმაზე შემდგომი შესრულების შემთხვევაში მომსახურების ფასის განსაზღვრის მიზნით.
ონლაინ განაცხადი - პლატფორმაზე არსებული ონლაინ სერვისი, რომელიც მომხმარებელს ანიჭებს შესაძლებლობას განათავსოს მომსახურება, რომელზეც შემოთავაზებული პირობებიდან შესაძლებლობა ექმნება აირჩიოს მისაღები პირობებით მომსახურების შესრულება.
განცხადების განთავსება - მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე განთავსება მომსახურების მიღების სურვილის შესახებ.
შეთავაზება - პლატფორმაზე განთავსებული მომსახურების განცხადებაზე ფასის შეთავაზება მომსახურების გამწევი მომხმარებლის მიერ.
შემოთავაზებები - მომხმარებლის მიერ ჩვენი პლატფორმის მეშვეობით განთავსებულ მომსახურების მიღებაზე შეთავაზებული ფასი მომსახურების შემსრულებლისგან (ამზომველი, შემფასებელი და სხვა).
შეთანხმებული ფასი - განცხადების განმთავსებლის მიერ მომსახურების შესრულების შემოთავაზებებიდან არჩეული ერთ-ერთი შემოთავაზების და მასში განსაზღვრული მომსახურების შესრულების ფასი.
მესამე პირი - ნებისმიერი პირი გარდა კომპანიის და მომხმარებლისა.
ელექტრონული ხელმოწერა - პლატფორმის/ელექტრონული ფოსტის მეშვეობით განხორციელებული ხელმოწერა/თანხმობის ღილაკზე დაჭერა, ან ხელმოწერილი დოკუმენტის დასკანერებული ფორმით მხარეთა შორის ურთიერთგაცვლა ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალების მეშვეობით.
წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს და ეთანხმება, რომ:
1.1 არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი ან ფიზიკური პირი.
1.2 ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ შესაბამისად გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს შპს “ჯითი1”-ს ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
1.3 მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას) იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
1.4 კომპანია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაციის შინაარსსა და სისწორეზე, მომხმარებლის მიერ განთავსებული ნივთის/მომსახურების ხარისხზე, უსაფრთხოებაზე, კანონიერებაზე, აღწერასთან შესაბამისობაზე და აგრეთვე პლატფორმის საშუალებით მომხმარებლის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე;
1.5 კომპანია თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, რომელიც შეიძლება მოჰყვეს მომხმარებლის ნებისმიერ ქმედებას, მომხმარებლის მიერ რომელიმე ხელშეკრულების, მათ შორის ამ წესებისა და პირობების დარღვევას, მოქმედ კანონმდებლობასა და რეგულაციებთან შეუსაბამობას და ა.შ.
1.6 გაეცნო წინამდებარე „წესებს და პირობებს“ და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;
1.7 მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;
1.8 მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);
1.9 პირადი ანგარიშის გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან;
1.10 მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული კომპანიის ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ კომპანიისთვის წარდგენილი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;
1.11 იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს წინამდებარე წესებით და პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;
1.12 თანახმაა, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, კომპანიამ, მის მიერ გაცემული თანხმობის ფარგლებში მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები;
1.13 მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს კომპანიას ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;
1.14 კომპანია ხელშეკრულებას დებს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია კომპანიის მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი პროდუქტის მიწოდებაზე ან/და მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად;
1.15 კომპანია არ არის პასუხისმგებელი, მათ შორის:
1.15.1 მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაციის შინაარსზე;
1.15.2 მომხმარებლის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით ან შეუსრულებლობით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე;
1.15.3 მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული პირადი მონაცემების სიზუსტეზე და ასეთი უზუსტობით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე;
1.15.4 პორტალზე განთავსებული ნივთთან/მომსახურებასთან დაკავშირებული ნებართვის/ლიცენზიის/სერთიფიკატის არსებობაზე.
1.15.5 მომხმარებლის მიერ მესამე პირებისთვის მიყენებულ ზიანზე.
1.15.6 პორტალზე ტექნიკური პრობლემის/შეფერხების გამო დამდგარ შედეგზე.
1.16 მომხმარებლებს შორის რაიმე სახის გაუგებრობის/პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, კომპანია სრულად თავისუფლდება ნებისმიერი მოთხოვნისაგან, რომელიც მხარეებს შესაძლოა ერთმანეთის მიმართ წარმოეშვათ.
1.17 მომხმარებელი აცნობიერებს და ადასტურებს, რომ:
1.17.1 ვებგვერდის/პლატფორმის დიზაინზე, პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრებზე, ძირითად პროგრამულ კოდზე, პროგრამული უზრუნველყოფასა და სხვა მასალაზე ვრცელდება საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და შესაბამისად, ექვემდებარება დაცვას;
1.17.2 არ გამოიყენებს რაიმე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით მომსახურების გამოყენებასთან მიმართებაში;
1.17.3 იქ სადაც გთავაზობთ მესამე მხარის პროდუქციასა და მომსახურებაზე წვდომას, ან ჰიპერბმულებს ვებგვერდებზე/პლატფორმაზე, ამას ვაკეთებთ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი ინფორმაცია ან საკითხები შეიძლება გამოსადეგი იყოს ჩვენი პლატფორმის მომხმარებელთათვის. ასეთი ბმულები არ წარმოადგენს მესამე მხარის მიერ ამ პლატფორმაზე განთავსებული მოსაზრებების, იდეების, პროდუქტების, ინფორმაციის ან სერვისების დადასტურებას. თქვენ იყენებთ მესამე მხარის ინფორმაციას ან /და ბმულს თქვენი რისკით და ჩვენ არ ვიღებთ (ვადასტურებთ) პასუხისმგებლობას ან ვალდებულებას ამ მესამე მხარის ინფორმაციის ან/და საიტების შინაარსის, გამოყენების ან ხელმისაწვდომობის შესახებ. ჩვენ არ ვადასტურებთ ასეთი მესამე მხარის მონაცემებს ან ინფორმაციის შინაარსს ან სიზუსტეს და არც იმის გარანტიას ვიძლევით, რომ ასეთი შინაარსი თავისუფალია საავტორო, სასაქონლო ნიშნის ან მესამე მხარის სხვა უფლებების დარღვევისაგან ან ასეთი მონაცემების შინაარსი თავისუფალია ვირუსების ან სხვა მავნებლობისგან. შესაბამისად, ჩვენ არ ვიძლევით არავითარ გარანტიას ან წარმომადგენლობას და არ გვეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერი მესამე მხარის მიერ მოწოდებული ნებისმიერი ელექტრონული ინფორმაციის შესახებ (მის შინაარსზე), მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ნებისმიერი ელექტრონული შინაარსის სიზუსტის, საგნის, ხარისხის ან დროულობის თაობაზე.
2.1 კომპანიის მომსახურებებით სარგებლობისთვის მომხმარებელი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია ამ წესებისა და პირობების შესაბამისად. რეგისტრაციის პროცესში მომხმარებელი ვალდებულია განაცხადოს თანხმობა წინამდებარე წესებსა და პირობებზე და კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე.
2.2 მომსახურების მომთხოვნის (განმცხადებელი) მომხმარებლის მიერ კომპანიის მომსახურებით სარგებლობისთვის:
2.2.1 მომხმარებელი შედის ვებგვერდზე: azomva.com; www.agreement.ge;
2.2.2 მომხმარებელი რეგისტრაციის ფანჯარაში უთითებს საკუთარ სახელს, გვარს, პირად ნომერს, მობილური ტელეფონის ნომერსა და ელექტრონული ფოსტის მისამართს, იურიდიული პირის შემთხვევაში აგრეთვე კომპანიის მონაცემებს: საიდენტიფიკაციო კოდს, დასახელებას, ელ-ფოსტის მისამართს, დირექტორის სახელ და გვარს, პაროლს და ნიშნავს „ვეთანხმები წესებსა და პირობებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას“ (ასევე წოდებული „სტანდარტული რეგისტრაცია“).
2.2.3 ამასთანავე, მომხმარებელი ადასტურებს და თანხმობას აცხადებს, რომ რეგისტრაციით:
ა) შესაძლებელია, კომპანიის მომსახურების ნაწილი მისთვის არ იყოს ხელმისაწვდომი, რასთან დაკავშირებითაც პრეტენზია არ გააჩნია;
ბ) მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს უფლებამოსილი პირ(ებ)ის წვდომა კომპანიის პლატფორმაზე. კომპანია არ არის პასუხისმგებელი არაუფლებამოსილი პირის მიერ კომპანიის პლატფორმაზე განთავსებულ ინფორმაციაზე წვდომის ან/და პლატფორმის საშუალებით რაიმე ქმედების განხორციელების შემთხვევაზე.
2.2.4 რეგისტრაციის დასასრულებლად და პირადი ანგარიშის გასააქტიურებლად მომხმარებელმა სავალდებულო წესით ეთანხმება კომპანიის პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკას და წინამდებარე წესებსა და პირობებს;
2.2.5 რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მომხმარებელი გაივლის ავტორიზაციას და ანგარიშის გასააქტიურებლად მიიღებს ერთჯერად აქტივაციის კოდს სმს_ის საშუალებით, რომლის გააქტიურების შემდეგ მომხმარებელი უფლებამოსილია ისარგებლოს ვებ გვერდზე ან/და კომპანიის მიერ შემოთავაზებული მომსახურებით.
2.3 მომსახურების შემთავაზებელი (შემსრულებელი) მომხმარებლის მიერ კომპანიის მომსახურებით სარგებლობისთვის:
2.3.1 მომხმარებელი შედის ვებგვერდზე: azomva.com; www.agreement.ge;
2.3.2 მომხმარებელი შემსრულებლად რეგისტრაციის ფანჯარაში უთითებს საკუთარ სახელს, გვარს, პირად ნომერს, იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართებს, მობილური ტელეფონის ნომერსა და ელექტრონული ფოსტის მისამართს, იურიდიული პირის შემთხვევაში აგრეთვე კომპანიის მონაცემებს: საიდენტიფიკაციო კოდს, დასახელებას, ელ-ფოსტის მისამართს, დირექტორის სახელ და გვარს, შემდეგ უნდა მოხდეს მონიშვნა არსებობის შემთხვევაში სერტიფიცირების, ჯეოკორსის ქსელში ყოფნის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ავტორიზებული მომხმარებლად ყოფნის, ლოგოს ატვირთვის, პაროლს, კომპანიის შესახებ მოკლე აღწერის, ხელსაწყოების და სერვისების ჩამონათვალს, შემდეგ ივსება სერვისების და მოქმედების ზონის მონიშვნა და ნიშნავს „ვეთანხმები წესებსა და პირობებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას“ (ასევე წოდებული „მომსახურების გამწევად რეგისტრაცია“).
2.3.3 ამასთანავე, მომხმარებელი ადასტურებს და თანხმობას აცხადებს, რომ რეგისტრაციით:
ა) შესაძლებელია, კომპანიის მომსახურების ნაწილი მისთვის არ იყოს ხელმისაწვდომი, რასთან დაკავშირებითაც პრეტენზია არ გააჩნია;
ბ) მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს უფლებამოსილი პირ(ებ)ის წვდომა კომპანიის პლატფორმაზე. კომპანია არ არის პასუხისმგებელი არაუფლებამოსილი პირის მიერ კომპანიის პლატფორმაზე განთავსებულ ინფორმაციაზე წვდომის ან/და პლატფორმის საშუალებით რაიმე ქმედების განხორციელების შემთხვევაზე.
2.3.4 რეგისტრაციის დასასრულებლად და პირადი ანგარიშის გასააქტიურებლად მომხმარებელმა სავალდებულო წესით ეთანხმება კომპანიის პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკას და წინამდებარე წესებსა და პირობებს;
2.3.5 რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მომხმარებელი გაივლის ავტორიზაციას და ანგარიშის გასააქტიურებლად მიიღებს ერთჯერად აქტივაციის კოდს სმს_ის საშუალებით, რომლის გააქტიურების შემდეგ მომხმარებელი უფლებამოსილია ისარგებლოს ვებ გვერდზე ან/და კომპანიის მიერ შემოთავაზებული მომსახურებით.
2.4 მომხმარებელი ვალდებულია ყოველთვის უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი ანგარიშის წვდომის კოდები და არასდროს გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირებს. ამასთან, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, კომპანია რეკომენდაციას აძლევს მომხმარებელს, შეარჩიოს რთული პაროლი, რომელიც შედგება ციფრების, სხვადასხვა სიმბოლოებისა და ასოებისაგან და პერიოდულად უზრუნველყოს მისი განახლება.
2.5 მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას მომხმარებლის ანგარიშზე, იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, მომხმარებელს დააკისროს განსაზღვრული ვალდებულებები. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე;
2.6 პირადი ანგარიშის გახსნით, მომხმარებელი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ მის მიერ პირადი ანგარიშის გახსნით არ არღვევს არანაირ კანონს, რეგულაციას ან მესამე პირთა უფლებებს. იგი ვალდებულია დაიცვას კომპანიის ინტერესები და აუნაზღაუროს კომპანიას მომხმარებლის მიერ წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2.7 მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე არსებული ინფორმაციის სიზუსტე და მისი განახლება. კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ არანაირ ზიანზე. კომპანია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლისგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა.
2.7 მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი ანგარიშის დახურვა. მომხმარებლის ანგარიშის დახურვის პროცედურა განისაზღვრება წინამდებარე წესების და პირობების დანართი 2-ით (იხ. დანართი 2 ანგარიშის დახურვის პროცედურა).
2.8 აკრძალულია მომხმარებლის სახელში ნებისმიერი სახის შეურაცხმყოფელი ფრაზის მითითება.
3.1 მომხმარებლი – ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო უნიკალური პარამეტრი, რომელიც მის მიერ რეგისტრაციისას იქნა მითითებული კერძოდ ელ-ფოსტის მისამართი;
3.2 პაროლი – ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო უნიკალური პარამეტრი, რომელსაც მომხმარებელი თვითონ განსაზღვრავს მის მიერ პლატფორმაზე რეგისტრაციისას;
3.2.1 რეგისტრაციის შემთხვევაში, მომხმარებელი უფლებამოსილია საკუთარი სურვილისამებრ შეცვალოს პაროლი;
3.3 მობილური ტელეფონის ნომერი – ტელეფონის ნომერი, რომელზეც მომხმარებელი იღებს კომპანიის მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო ერთჯერადი წვდომის კოდებსა და ერთჯერად პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე კომპანიისგან იღებს შეტყობინებებს კომპანიის მომსახურებასთან დაკავშირებით;
3.4 მომხმარებლის პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო ნომერი, რაც უნიკალურია და საჭიროა მომხმარებლის იდენტიფიკაციის მიზნებისათვის;
3.5 მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი - ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც მომხმარებელი იღებს მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო წვდომის კოდებსა და პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე შეტყობინებებს კომპანიისაგან;
3.6 მომსახურების გაუმჯობესებისა ან/და უსაფრთხოების მიზნებისთვის კომპანიამ შესაძლებელია განსაზღვროს დამატებითი ან განსხვავებული მომხმარებლის იდენტიფიკატორები, რის შესახებაც მომხმარებელს ეცნობება დამატებით.
4.1 ანგარიშის რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, ვებგვერდის ან/და აპლიკაციის გამოყენების მიზნით მომხმარებელი გადის ავტორიზაციას.
4.2 ავტორიზაცია ხორციელდება მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული ელ-ფოსტისა და პაროლის საშუალებით.
4.3 პლატფორმაზე ავტორიზაციისას მომხმარებელი უფლებამოსილია საკუთარ მონაცემებს დაუკავშიროს, მათ შორის, სოციალური ქსელ(ებ)ის (facebook, google+) გვერდ(ებ)ი და აპლიკაციაში შესასვლელად გამოიყენოს საკუთარი სოციალური ქსელის ანგარიში, ასეთი ტექნიკური შესაძლებლობების არსებობის შემთხვევაში.
5.1. ნივთის/მომსახურების მომთხოვნის (განმცხადებლის) ზოგადი პირობები:
5.1.1. ნივთის/მომსახურების მომთხოვნი წარმოადგენს შპს ჯითი1-ს პლატფორმის მომხმარებელს, რომელსაც სურვილი აქვს მოახდინოს პლატფორმის მეშვეობით თავისი ნივთის/მომსახურების შეძენაზე განაცხადის განთავსება წინამდებარე წესების და პირობებით განსაზღვრული პირობებით.
5.1.2. შპს ჯითი1-ს პლატფორმაზე ნივთის/მომსახურების მომთხოვნს შეუძლია აირჩიოს კომპანიის მხრიდან შეთავაზებული ერთი ან რამდენიმე სერვისი.
5.1.3. ნივთის/მომსახურების მომთხოვნი თავად უზრუნველყოფს ნივთის/მომსახურების თაობაზე ინფორმაციის/კონტენტის/განცხადების (ტექსტი, ფოტოები, აუდიო, ვიდეო, ან სხვა მასალები) პლატფორმაზე ატვირთვას, შესაბამისი სავალდებულო ველების შევსების გზით. (არასრულად შევსების შემთხვევაში განცხადება ვერ აიტვირთება!).
5.1.4. კომპანია არ არის პასუხისმგებელი ნივთის/მომსახურების რაიმე სახის უფლებრივ ან/და ნივთობრივ ნაკლთან მიმართებაში.
5.1.5. ნივთის/მომსახურების მომთხოვნი ერთპიროვნულად არის პასუხისმგებელი მის მიერ განთავსებული ინფორმაციის უტყუარობაზე და მის კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე.
5.1.6. ნივთის/მომსახურების მომთხოვნი ადასტურებს, რომ კომპანია არის გამტარი პლატფორმა, რომელიც ნივთის/მომსახურების მომთხოვნს ხელს უწყობს ნივთის/მომსახურების იპოვოს შემსრულებელი კომპანიები და მათი შემოთავაზებებიდან აირჩიოს მისთვის ყველაზე მისაღები შემოთავაზება. შესაბამისად, კომპანია პასუხს არ აგებს ნივთის/მომსახურების კანონიერებასა თუ მართლზომიერებაზე. კომპანია არ მონაწილეობს ნივთის/მომსახურების გამყიდველსა/მომსახურების მიმწოდებელსა და შემძენს შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებში.
5.1.7. ნივთის/მომსახურების მომთხოვნი პასუხისმგებელია მომხმარებლის ან/და მესამე პირების მიერ კომპანიისთვის წამოყენებულ ნებისმიერი პრეტენზიის მიმართ, რაც დაკავშირებულია საკუთრების უფლებების დარღვევასთან ან/და რაიმე სახის (უფლებრივი/ნივთობრივი) ნაკლთან მიმართებაში. ამასთან, მომხმრებელი ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი რაც მიადგა კომპანიას (უფლებრივი/საგნობრივი).
5.1.8. მომხმარებელი (ნივთის/მომსახურების მომთხოვნი) ვალდებულია:
1. არ შეიყვანოს შეცდომაში დაინტერესებული პირი მცდარი ან არასწორი ინფორმაციის გამოქვეყნების გზით;
2. პლატფორმაზე არ განათავსოს რაიმე სახის შეურაცხმყოფელი ინფორმაცია, ან ისეთი სახის ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება იმოქმედოს პლატფორმის/კომპანიის პრესტიჟზე;
3. არ განათავსოს ინფორმაცია/განცხადება/ფოტოსურათი ან სხვა მასალა, რომელიც იქნება რაიმე სახის მუქარის ან ცილისწამების შემცველი, კომერციული საიდუმლო, ან, რომელიც იქნება ღირსებისა და რეპუტაციის შეურაცხმყოფელი, ასევე ინფორმაცია, რომელიც შეიძლება საზიანო იყოს საზოგადოებისთვის ან პლატფორმის/კომპანიისთვის;
4. არ გაავრცელოს ნებისმიერი არაოფიციალური ინფორმაცია, კომპიუტერული ვირუსი, სპამი;
5. არ დაარღვიოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა და ამ ხელშეკრულების პირობები;
6. არ გადასცეს პორტალზე არსებული მისი პირადი ანგარიში სხვა მომხმარებელს;
7. არ განათავსოს განთავსებული განცხადების დუბლიკატი.
8. ნივთის/მომსახურების მომთხოვნი ადასტურებს, რომ დაიცავს ჯითი1-ს პლატფორმაზე განთავსებულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
9. პერსონალურ მონაცემთა არაავტორიზებული დამუშავების (მათ შორის შემთხვევითი ან უნებართვო გავრცელება, წვდომა, შეცვლა და განადგურება) აღსაკვეთად გაატაროს შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები პერსონალურ მონაცემთა ბუნებისა და პერსონალურ მონაცემთა სუბიექტებთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით;
10. შეზღუდოს პერსონალურ მონაცემებთან წვდომის უფლების მქონე პირთა წრე და ასეთი უფლება მიანიჭოს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც უშუალოდ საჭიროებენ მონაცემებზე წვდომას და რომელთაც გააზრებული აქვთ მონაცემთა კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დაცვის ვალდებულება;
11. პერსონალურ მონაცემებზე შემთხვევითი ან უნებართვო წვდომის, ასეთი მონაცემების განადგურების, დაკარგვის, შეცვლის ან გასაჯაროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ, თუმცა არაუგვიანეს ასეთი შემთხვევის დადგომიდან 2 (ორი) სამუშაო დღისა, შეატყობინოს კომპანიას შემთხვევის შესახებ ინციდენტის ბუნებისა და გამჟღავნებული/განადგურებული/შეცვლილი პერსონალური მონაცემების მითითებით;
12. დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ინციდენტზე დროული რეაგირებისა და მისი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრისთვის და გატარებული ზომების შესახებ აცნობებს კომპანიას;
13. მომხმარებლისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სუბიექტის წინასწარი თანხმობის გარეშე მესამე პირს არ გადასცეს ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული პერსონალური მონაცემები. ასეთი თანხმობის მოპოვების შემთხვევაში, მონაცემთა მიმღებ მესამე პირზე ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გავრცელდება წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული მოთხოვნები;
14. ნივთის/მომსახურების მომთხოვნი ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალურობის პოლიტიკა და 5.1.8. პუნქტის განსაზღვრული ვალდებულებები წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში (პორტალის მომსახურებით სარგებლობისას) და მისი შეწყვეტის შემდეგ უვადოდ.
5.2. ნივთის/მომსახურების შემთავაზებლის (შემსრულებლის) ზოგადი პირობები:
5.2.1. ნივთის/მომსახურების შემთავაზებელი წარმოადგენს შპს ჯითი1-ს პლატფორმის მომხმარებელს, რომელსაც სურვილი აქვს მოახდინოს პლატფორმის მეშვეობით ნივთის/მომსახურების შეძენის განაცხადებაზე თავისი მომსახურების ფასის შეთავაზება წინამდებარე წესების და პირობებით განსაზღვრული პირობებით.
5.2.2. ანაზღაურების და შეკვეთის/ჯავშნის გაუქმების პირობები განისაზღვრება წინამდებარე წესების და პირობების შესაბამისად ან/და კომპანიასთან გაფორმებული დამატებითი ინდივიდიალური ხელშეკრულების შესაბამისად.
5.2.3. ვებ-გვერდზე მომხმარებლის პროფილის ან/და განცხადების დაბლოკვის ან სხვა შემზღუდავი ხასიათის ზომების მიღების შემთხვევაში, განცხადებაზე არსებული ფასიანი სერვისი უქმდება და მის შეძენაში გადახდილი თანხა არ უბრუნდება მომხმარებელს. ასევე არ ხდება ფასიანი სერვისის გადატანა ერთი განცხადებიდან მეორეზე.
5.2.4. საიტზე განცხადების დამატების შედეგად სასურველი მიზნის მიღწევის შემთხვევაში, ასევე განცხადების წაშლის ან/და მომხმარებლის პროფილის გაუქმების შემთხვევაში, შეძენილი ფასიანი სერვისის თანხა არ უბრუნდება მომხმარებელს და ასევე არ ხდება გამოუყენებელი ფასიანი სერვისის გადატანა სხვა განცხადებაზე.
5.2.5. ნივთის/მომსახურების შემთავაზებელი პასუხისმგებელია ნებისმიერი პრეტენზიის მიმართ, რაც დაკავშირებულია ნივთის/მომსახურების უფლებრივ ან/და ნივთობრივ ნაკლთან მიმართებაში.
5.2.6 კომპანია არ არის პასუხისმგებელი ნივთის/მომსახურების რაიმე სახის უფლებრივ ან/და ნივთობრივ ნაკლთან მიმართებაში.
5.2.7. ნივთის/მომსახურების შემთავაზებელი ვალდებულია:
1. თუ ნივთის/მომსახურების განკარგვისთვის/შესრულებისათვის საჭიროა რაიმე სახის ნებართვის/ლიცენზიის აღება, უზრუნველყოს აღნიშნული ნებართვის/ლიცენზიის მოპოვება. თუ პირი განკარგავს ასეთი სახის ნივთს/მომსახურებას, კომპანია უფლებამოსილია ჩათვალოს, რომ მას აქვს შესაბამისი ნებართვა/ლიცენზია.
2 . დაიცვას მომხმარებლის პერსონალურ მონაცემები, არ გამოიყენოს ისინი არამიზნობრივად და იმოქმედოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესების ფარგლებში.
3. კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ნებართვა/ლიცენზიის დამადასტურებლი დოკუმენტაციის წარდგენა.
4. პერსონალურ მონაცემთა არაავტორიზებული დამუშავების (მათ შორის შემთხვევითი ან უნებართვო გავრცელება, წვდომა, შეცვლა და განადგურება) აღსაკვეთად გაატაროს შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები პერსონალურ მონაცემთა ბუნებისა და პერსონალურ მონაცემთა სუბიექტებთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით;
5. შეზღუდოს პერსონალურ მონაცემებთან წვდომის უფლების მქონე პირთა წრე და ასეთი უფლება მიანიჭოს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც უშუალოდ საჭიროებენ მონაცემებზე წვდომას და რომელთაც გააზრებული აქვთ მონაცემთა კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დაცვის ვალდებულება;
6. პერსონალურ მონაცემებზე შემთხვევითი ან უნებართვო წვდომის, ასეთი მონაცემების განადგურების, დაკარგვის, შეცვლის ან გასაჯაროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ, თუმცა არაუგვიანეს ასეთი შემთხვევის დადგომიდან 2 (ორი) სამუშაო დღისა, შეატყობინოს კომპანიას შემთხვევის შესახებ ინციდენტის ბუნებისა და გამჟღავნებული/განადგურებული/შეცვლილი პერსონალური მონაცემების მითითებით;
7. დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ინციდენტზე დროული რეაგირებისა და მისი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრისთვის და გატარებული ზომების შესახებ აცნობებს კომპანიას;
8. მომხმარებლისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სუბიექტის წინასწარი თანხმობის გარეშე მესამე პირს არ გადასცეს ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული პერსონალური მონაცემები. ასეთი თანხმობის მოპოვების შემთხვევაში, მონაცემთა მიმღებ მესამე პირზე ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გავრცელდება წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული მოთხოვნები;
9. მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევებში და მომხმარებლისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სუბიექტის წინასწარი წერილობითი თანხმობის შესაბამისად პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში ჩართოს ქვე-კონტრაქტორები, რომლებზეც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გავრცელდება წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული პირობები. მონაცემთა დამუშავების პროცესში ქვე-კონტრაქტორის ჩართვა არ ათავისუფლებს მას ნაკისრი ვალდებულებებისაგან და არ ზღუდავს მისი პასუხისმგებლობის ფარგლებს ასეთი ვალდებულებების დარღვევისას დამდგარ ზიანთან მიმართებაში;
6.1 განმცხადებელი ირჩევს ახალი განცხადების დამატებას, სადაც ავსებს/არჩევს ვებ-გვერდის მიერ შემოთავაზებულ პირობებს:
1. პირველ გვერდზე განმცხადებელი ირჩევს სერვისის ტიპს, მომსახურების სახეს ერთს ან/და რამდენიმეს, ქონების ტიპს, საკადასტრო კოდს არსებობის შემთხვევაში, ქონების ფართობს, რეგიონს, რაიონს და დეტალურ მისამართს.
2. მეორე გვერდზე განმცხადებელს ეძლება საშუალება დაამატოს სხვა ობიექტზე მომსახურების გაწევა, თუ ის მდებარეობს იგივე რაიონში, რომელშიც უკვე შევსბული პირველი ობიექტი მდებარეობდა.
3. მესამე გვერდზე განმცხადებელი ირჩევს სხვა პირის სასარგებლოდ ხდება თუ არა განაცხადი, რა ვადის განმავლობაში იყოს განცხადება განთავსებული ვებ-გვერდზე, რა ვადაში იქნეს შესრულებული მოთხოვნილი მომსახურება შემოთავაზების არჩევიდან, მიტანის სერვისი სურვილის შემთხვევაში, მომსახურებისთვის საჭირო ტრანსპორტირების გამღები პირის არჩევა და განაცხადის გამოქვეყნება.
6.2. შევსებული განცხადება განთავსდება პროფილში, მიმდინარე განცხადებებში.
7.1. ნავიგაციის ღილაკების საშუალებით ნივთის/მომსახურების შემთავაზებელი (შემსრულებელი) ირჩევს მისთვის სასურველი კატეგორიას, რის შემდეგაც მას საშუალება ეძლევა მოახდინოს მონაცემთა ფილტრაცია სასურველი სერვისის კატეგორიის, ნივთის/მომსახურების მახასიათებლების, ადგილმდებარეობის ან/და სხვა შეთავაზებული მონაცემის მიხედვით.
7.2. ნივთის/მომსახურების მომთხოვნის მიერ კომპანიის ვებ-გვერდის მეშვეობით ნივთის/მომსახურების შემსრულებელი უგზავნის განცხადებაში მოთხოვნილი პირობებით მომსახურების შესრულების საფასურს.
8.1. ნივთის/მომსახურების შემსრულებლის მიერ გაკეთებული შემოთავაზებები განთავსდება განცხადებაში, რომლისთვისად განკუთვნილია კონკრეტული შემოთავაზება.
8.2. შემოთავაზებები დალაგდება კომპანიის შეხედულებისამებრ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, რაზეც პრეტენცია არ ექნება მომხმარებლებს.
8.3. შემოთვაზებების მოქმედების ვადა არის განცხადების მოქმედების დასრულებიდან 24 საათი, რის შემდეგაც განმცხადებელს შეეზღუდება შემოთავაზებების არჩევა, ხოლო განაცხადი გადავა ისტორიაში. ნახვა შესაძლებელია პროფილში, შემდეგ ისტორიაში.
8.4. განმცხადებელი უფლებამოსილია შემოთავაზებებიდან აირჩიოს ნებისმიერი და არ დაელოდოს განაცხადის დასრულების ვადას.
8.5. შემოთვაზების არჩევის შემდეგ განცხადებას ეცვლება სტატუსი და გადადის პროფილში, მიმდინარე შეთანხმებებში.
8.6. შეთანხმების მიღწევის შემდეგ მხარეებს სმს_ს საშუალებით ეცნობებათ პირადი ინფორმაცია და ასევე გამოუჩნდებათ განაცხადში.
8.7. შეთანხმების მიღწევა წარმოადგენს მათ შორის მომავალში გასაწევი მომსახურების წინარე შეთანხმებას, რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად ორივე მხარისთვის, გარდა მე_8 პუნქტში გაწერილი შემთხვევებისა.
8.8. ნივთის/მომსახურების შემსრულებლის არჩევის შემთხვევაში ვალდებულია არაუმეტეს ერთი საათისა დაუკავშირდეს განმცხადებელს. ვადის დარრვევა არ წარმოადგენს შეთანხმების გაუქმების საფუძველ, ის შეიძლება გახდეს საფუძველი მომავალში კომპანიის მიერ ვებ-გვერდზე მომსახურების შეზღუდვის.
8.9. სამართლებრივი და ფინანსური ურთიერთობა განმცხადებელსა და ნივთის/მომსახურების შემსრულებლს შორის რეგულირდება კომპანიის მონაწილეობის გარეშე, დამოუკიდებლად. ნივთის/მომსახურების შემსრულებლი/მიმწოდებელი ერთპიროვნულად არის პასუხისმგებელი მის მიერ შესრულებული/მიწოდებული დოკუმენტაციის/ნივთის უტყუარობასა და შესაბამისობაზე, უფლებრივ და ნივთობრივ ნაკლზე, შესაბამისად, ნებისმიერი სახის პრეტენზია, რაც შეიძლება განმცხადებელს წარმოეშვას ნივთის/მომსახურებასთან მიმართებაში, სრული მოცულობით დაეკისრება ნივთის/მომსახურების შემსრულებლს.
8.10. ნივთის/მომსახურების შემსრულებლი ადასტურებს, რომ შეძენილი ნივთის/მომსახურების მიღების შემდგომ მისი უკან დაბრუნების/შეცვლის ან/და თანხის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის პრეტენზია წარედგინება მხოლოდ გამყიდველს.
8.11. მხარეები ადასტურებს, რომ კომპანია არ არის პასუხისმგებელი ნივთის/მომსახურების რაიმე სახის უფლებრივ ან/და ნივთობრივ ნაკლთან მიმართებაში, აღნიშნულის თაობაზე განმცხადებელი მიმართავს მხოლოდ ნივთის/მომსახურების შემსრულებლს.
8.12. კომპანია უფლებას იტოვოს ნებისმიერ დროს გააუქმოს მომხმარებლის მიერ განხორციელებული შეკვეთა.
9.1. ნივთის/მომსახურების შემსრულებლის/მიმწოდებლის მიერ გადასახდელი საფასური შეადგენს განცხადებაზე შეთანხმებული ფასის 15 %_ს არანაკლებ 10 ლარისა.
9.2. ნივთის/მომსახურების შემსრულებლს/მიმწოდებელს გადასახდელი საფასური წარმოეშვება, შემსრულებლის მიერ შეთავაზებულ თანხაზე ჩვენი პლატფორმის მეშვეობით განმცხადებლის თანხმობის შემდეგ.
9.3. ნივთის/მომსახურების შემსრულებელის/მიმწოდებლის მიერ გადასახდელი საფასური ანგარიშდება ყოველთვიურად და მომდევნო თვის 5 რიცხვამდე კომპანია გაუგზავნის გადასახდელი თანხის ინვოისს.
9.4. ნივთის/მომსახურების შემსრულებელი/მიმწოდებელი ვალდებულია 9.3. პუნქტით განსაზღვრული თანხა დაგაიხადოს ინვოისის გაგზავნიდან 5 სამუშაო დღეში, არაუმეტეს მიმდინარე თვის 10 რიცხვამდე.
10.1. თქვენ თანხმდებით, რომ თავისუფალი ხართ არჩევანში ისარგებლოთ თუ არა მომსახურებით და ამას აკეთებთ თქვენი შეხედულებით, დისკრეციითა და რისკით.
10.2. ჩვენ ვუზრუნველვყოფთ მომსახურების გაწევას შესაბამისი კვალიფიკაციითა და ზრუნვით და წინამდებარე შეთანხმებაში აღწერილი პირობების შესაბამისად. ჩვენ არავითარ სხვა დაპირებასა და გარანტიას არ ვიძლევით შემსრულებლის მიერ განსახორციელებელ მომსახურებასთან ან რაიმე პროდუქტთან ან სერვისთან დაკავშირებით, რომელიც შეადგენს მომსახურების ნაწილს, შესაბამისად, გამოვრიცხავთ (კანონით დადგენილ ფარგლებში) ჩვენს პასუხისმგებლობას აღნიშნულთან დაკავშირებით (მათ შორის, ნაგულისხმევ გარანტიებს, დამაკმაყოფილებელ ხარისხს ან/და თქვენს მიზნებთან შესაბამისობას) კერძოდ, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ პლატფორმა ან/და მომსახურება იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი ან არ ექნება პროგრამული შეცდომები, ვირუსები ან სხვა შეცდომები.
10.3. კომპანია არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშე სახელშეკრულებო, გაუფრთხილებელი, დელიქტური ან სხვა სახით, ნებისმიერი დანაკარგისა და ზიანისთვის, რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, თქვენს ან ნებისმიერ მესამე პირის მიერ მომსახურების გამოყენებასთან, პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ზიანი ბიზნესის დაკარგვისთვის, მოგების დაკარგვისთვის (მათ შორის მოსალოდნელი მოგების დაკარგვის ან მიუღებლობისთვის) ბიზნეს საქმიანობის შეწყვეტისთვის, ან სხვა ფულადი ან არსებითი/ნივთობრივი დანაკარგისთვის. კომპანიის პასუხისმგებლობა მომხმარებლის წინაშე ვრცელდება კომპანიის ვალდებულებების განზრახ, ბრალეულ დარღვევაზე და გულისხმობს ამგვარი დარღვევის შედეგად დამდგარი პირდაპირი ზიანის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანაზღაურების ვალდებულებას.
10.4. კომპანია არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშე, სახელშეკრულებო, გაუფრთხილებელი, დელიქტური ან სხვა სახით, დანაკარგისა და ზიანისთვის რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, თქვენს მიერ პლატფორმაზე არსებული ნებისმიერი ბმულის გამოყენებასთან. კომპანია არ არის პასუხისმგებელი ინტერნეტ ვებგვერდის/პლატფორმის ბმულის შინაარსზე, რომელზეც გადამისამართდებით ვებგვერდიდან/პლატფორმიდან ან მისი მომსახურებიდან.
10.5. თქვენ ადასტურებთ, რომ კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი თქვენს ან მესამე პირის წინაშე რაიმე ცვლილების, მომსახურების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში.
10.6. თქვენ ეთანხმებით, რომ იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება, რომელიც ეკუთვნის კომპანიას ან მომსახურების მომწოდებლებს ან პლატფორმას, არ იმუშავებს გამართულად, ოპერაციის, ტრანზაქციის ან ტრანსმისიის შეფერხების ან შეწყვეტის, მონაცემების ან კონტაქტის ან ხაზების დაკარგვის ან დაზიანების, მესამე პირთა მიერ პლატფორმის ან მისი შემადგენლობის მესამე პირთა მიერ უკანონო გამოყენების, ან ნებისმიერ ჩვენს კონტროლს მიღმა არსებული გარემოების შემთხვევაში:
10.6.1. კომპანია არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერი დანაკარგისთვის, მათ შორის მოგების დაკარგვისთვის, რომელიც გამოიწვის ზემოაღნიშნულმა, და ასეთი დანაკარგი არ ანაზღაურდება;
10.6.2. თუ რაიმე ასეთი შეცდომა გამოიწვევს თქვენი მოგების ან თქვენთვის გადასახდელი მოგების გაზრდას, თქვენ არ გაქვთ უფლება მიიღოთ ასეთი მოგება. თქვენ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოთ კომპანიას ასეთი შეცდომის შესახებ და დაუბრუნოთ კომპანიას ასეთი შეცდომის შედეგად თქვენს ანგარიშზე ჩარიცხული ყველანაირი მოგება (კომპანიის მითითების შესაბამისად) ან კომპანიამ შესაძლოა, თავისი შეხედულებისამებრ, ჩამოგაჭრათ თქვენი ანგარიშიდან აღნიშნული მოგების ოდენობითი თანხა.
11.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მომხმარებლის მიერ ამ წესებსა და პირობებზე და პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკაზე თანხმობის გაცხადების შემდეგ და ძალაში რჩება მომხმარებლის რეგისტრაციის გაუქმებამდე.
11.2. ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მომხმარებლის ინიციატივით ნებისმიერ დროს.
11.3. მომხმარებელი ხელშეკრულების შეწყვეტას ახდენს კომპანიისთვის წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით ელექტრონულ მისამართზე. მომხმარებელი ვალდებულია ამ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინების კომპანიისთვის გაგზავნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა სრულად დაფაროს კომპანიის წინაშე არსებული დავალიანება (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
12.1. წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
12.2. მხარეთა შორის წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა დავა და უთანხმოება გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით. მოლაპარაკების წარუმატებლად განხორციელების შემთხვევაში დავას განიხილავს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლო.
13.1. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკას. ჩვენს ვებგვერდზე - azomva.com; www.agreement.ge; ზე შესვლით და ვებგვერდით სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით კონფიდენციალურობის პოლიტიკას და ჩვენი ვებგვერდით სარგებლობის ყველა პირობას.
13.2. პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკა ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებულ და კომპანიაში არსებულ მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც კომპანია უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვასა და დამუშავებას.
13.3. კომპანია მაქსიმალურად ზრუნავს თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და გაუმჟღავნებლობაზე, მაგრამ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ თქვენი მონაცემების დისტანციურად მოწოდების პროცესი არ არის დაშიფრული, კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე პირების მიერ თქვენი მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე ამ მონაცემების მიწოდების დროს.
14.1. შპს „ჯითი1“-ს პლატფორმაზე უჩვეულო ან საეჭვო ტრანზაქციების დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ კომპანიას ან მიმართოთ კომპანიას ელექტრონული შეტყობინების გზით.
14.2. მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს კომპანიას ან ვებ გვერდზე არსებული სხვა საკომუნიკაციო არხებით, იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის პირად ანგარიშზე შესასვლელი ინფორმაცია, პაროლი ან უსაფრთხოების სხვა წვდომის კოდ(ებ)ი ან საშუალებები იქნა მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული, უნებართვოდ გამოყენებული ან სხვაგვარად მითვისებული. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა საფრთხეს შეუქმნის როგორც მომხმარებლის პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას, ასევე გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას ნებისმიერ დანაკარგთან/ზარალთან დაკავშირებით.
15.1. კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ ხელშეკრულებაში და კონფიდენციალურობის პოლიტიკაში მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. ზემოთხსენებული ცვლილების შემდეგ ვებგვერდის და მომსახურების გამოყენების გაგრძელება ჩაითვლება მომხმარებლის ხელშეკრულების ცვლილებებზე თანხმობად.
15.2. მომხმარებელი უფლებამოსილია კომპანიის ვებგვერდზე ან/და აპლიკაციაში ინფორმაციის განთავსებიდან 10 (ათი) კალენდარული ვადაში ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ამ წესებისა და პირობების მოქმედება ამ ხელშეკრულების გათვალისწინებული წესით.
15.3. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ისარგებლებს ამ ხელშეკრულების 14.2 პუნქტში აღწერილი უფლებით, კომპანიის მიერ შეთავაზებული ცვლილებები (დამატებები) ჩაითვლება მომხმარებლის მიერ მიღებულად, ხელშეკრულება კი შეცვლილად, შეთავაზებული პირობების შესაბამისად. კომპანიას უფლება აქვს ცვლილება, რომელიც არ აუარესებს მომხმარებლის მდგომარეობას ძალაში შეიყვანოს კომპანიის ვებგვერდზე ან/და აპლიკაციაში მისი განთავსებისთანავე.
16.1. წინამდებარე წესები და პირობები მომხმარებლებსა და კომპანიას შორის დადებულ სხვა ხელშეკრულებებთან ერთად წამოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას პლატფორმის ან/და სერვისებთან დაკავშირებით და ანაცვლებს პლატფორმასთან ან/და სერვისებთან დაკავშირებულ ყველა წინარე და პარალელურ რეჟიმში განხორციელებულ კომუნიკაციას, აღქმას, ასევე წერილობით ან ზეპირ განცხადებებსა და გარანტიებს.
ნებისმიერი საკითხის დასაფიქსირებლად თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ კომპანიის კლიენტთა მომსახურების ცენტრს (არსებობის შემთხვევაში) ან მიმართოთ კომპანიას ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის გზით.
კომპანიის ოფიციალური შეტყობინების ხაზი:
ელ-ფოსტა: info@azomva.com
Tel: მომსახურების ცენტრი +995 522 22 47 47
18.1. წინამდებარე პირობებში აღნიშნული სათაურები გამოიყენება მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ აქვს ზეგავლენა პირობების განმარტებასა და ინტერპრეტაციაზე;
18.2. კომპანია უფლებამოსილია, სათანადო საფუძვლის არსებობისას ან/და ლეგიტიმური მიზნით, მოსთხოვოს მომხმარებელს, ხოლო ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია შპს “ჯითი1ს“ მიაწოდოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და ასევე წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებსაც კომპანია მოითხოვს ან განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით;
18.3. კომპანია იტოვებს უფლებას, ცალმხრივად შეაჩეროს ან შეწყვიტოს პირის რეგისტრაცია ან ვებგვერდზე ავტორიზაცია, თუ ჩათვლის, რომ ის არასწორად, წინამდებარე წესების და პირობების ან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მოქმედებს;
18.4. კომპანია უფლებამოსილია მომხმარებელს შეუწყვიტოს ან შეუჩეროს მომხმარებლის ანგარიშზე წვდომა, წაშალოს მისი განცხადება ან მომხმარებლის ანგარიში ასეთ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არღვევს წინამდებარე წესებით და პირობებით განსაზღვრულ წესებს ან საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას. აღნიშნულს შემთხვევაში. აღნიშნული უფლების განხორციელებისას კომპანია თავისუფლდება ყველა სახის პასუხისმგებლობისგან.
18.5. კომპანია არ აგებს პასუხს ვებ–გვერდის ფუნქციონირების დროებით შეწყვეტის ან შეფერხების გამო, თუმცა იღებს ყველანაირ ზომას ასეთი შეფერხებების თავიდან ასაცილებლად.
18.6. კომპანიას უფლება აქვს მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს, შეინახოს ნებისმიერი დოკუმენტი, შეიტანოს მონაცემებში ცვლილებები ან შესწორებები, გასცეს (გამოსცეს) ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები, ელექტრონული ხელმოწერა, ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებით ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს. დოკუმენტზე ელექტრონული ხელმოწერა, აგრეთვე ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებით ხელმოწერა ითვლება მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ.
18.7. თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე;
18.8. მომხმარებელი კომპანიის წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის უფლებამოსილი ამ პირობებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს;
18.9. იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული პირობებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთანხმებული პირობებით;
დანართი 1 - კომპანიის სარეკლამო მომსახურების საფასური
ცხრილებში განსაზღვრულია შპს „ჯითი1“-ს პლატფორმის ფასიანი სერვისების საფასურები.
პრომოუშენი |
||||||
ბანერი |
პერიოდი |
1 დღის ფასი ლარში |
სხვა |
|||
განცხადების დამატებაში |
1 - 15 დღე |
5 ლარი |
|
|||
განცხადების დამატებაში |
15 - 30 დღე |
4 ლარი |
|
|||
განცხადების დამატებაში |
30+ დღე |
3 ლარი |
|
|||
განცხადებების სია |
1 - 15 დღე |
5 ლარი |
|
|||
განცხადებების სია |
15-30 დღე |
4 ლარი |
|
|||
განცხადებების სია |
30+ დღე |
3 ლარი |
|
|||
სხვა ნებისმიერი გვერდი |
1 - 15 დღე |
4 ლარი |
|
|||
სხვა ნებისმიერი გვერდი |
15 - 30 დღე |
3 ლარი |
|
|||
სხვა ნებისმიერი გვერდი |
30+ დღე |
2 ლარი |
|
|||
|
||||||
პრომოუშენი შემსრულებლებისთვის |
||||||
სერვისი |
პერიოდი |
1 დღის ფასი ლარებში |
სერვისი |
|||
შეთავაზების პირველ გვერდზე გამოჩენა |
24 საათი |
50 ლარი |
|
|||
შეთავაზების პირველ გვერდზე გამოჩენა |
3 დღიანი |
40 ლარი |
|
|||
შეთავაზების პირველ გვერდზე გამოჩენა |
7 დღიანი |
35 ლარი |
|
|||
შეთავაზების პირველ გვერდზე გამოჩენა |
10 დღიანი |
30 ლარი |
|
|||
შენიშვნა: ა) ერთ და იგივე შემსრულებელს არ შეუძლია თვის განმავლობაში ისარგებლოს 10 დღეზე მეტი ხნით სარეკლამო მომსახურებით. ბ) რამდენიმე შემსრულებლის მიერ სარეკლამო მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, რიგითობას განსაზღვრავს შპს ჯითი1 პლატფორმა, რაზეც პრეტენზია არ აქვს და ეთანხმება რეკლამის (პრომოუშენის) დამკვეთი. |
||||||
დანართი 2 - ანგარიშის დახურვის პროცედურა - თქვენ (მომხმარებელი) უფლებამოსილი ხართ ნებისმიერ დროს შპს „ჯითი1“-ს პლატფორმაზე მომხმარებლის რეგისტრირებული ელ-ფოსტიდან შპს „ჯითი1“-ს ელექტრონულ ფოსტის მისამართზე წერილობითი მიმართვით მოითხოვოთ თქვენი ანგარიშის დახურვა და მონაცემების წაშლა .
ანგარიშის დახურვის მოთხოვნამდე დარწმუნდით, რომ ყველა თქვენი ვალდებულება შესრულებულია და არ გიფიქსირდებათ მიმდინარე დავალიანება ან ვალდებულება ჯითი1-ს მიმართ.
თქვენი მომართვის დაფიქსირებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში ჩვენ მოვახდენთ თქვენი მოთხოვნის შესრულებას - თქვენი ანგარიშის დახურვასა და მონაცემების წაშლას.
დახურულ ანგარიშზე არსებული პერსონალური მონაცემების რეგულირება
თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლის უფლება განისაზღვრება პერსონალურ მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს მოქმედი კანონით.
ჯითი1 ახდენს თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლას ისეთი მეთოდებით როგორიცაა დაშიფვრა და ფსევდონიმიზაცია. თქვენი მხრივ, თქვენ უნდა გაასუფთაოთ ქეში, ქუქი ფაილები და ისტორია თითოეული ბრაუზერისგან, რომელიც გამოიყენეთ შპს „ჯითი1“-ს ანგარიშზე შესასვლელად. თუ თქვენ ჩამოტვირთეთ შპს „ჯითი1“-ს აპლიკაცია თქვენს ნებისმიერ მოწყობილობაზე, თქვენ უნდა წაშალოთ ის.
ანგარიშის დახურვის შესახებ თქვენ კომპანიისგან მიიღებთ შესაბამის შეტყობინებას.
ანგარიშის დახურვისა და პერსონალური მონაცემების წაშლის საგამონაკლისო შემთხვევები.
ჩვენ არ შეგვიძლია დავხუროთ ან წავშალოთ თქვენი ანგარიში/მონაცემები თუ:
- თქვენ გიფიქსირდებათ მიმდინარე ვალდებულება/დავალიანება შპს „ჯითი1“-ს/გამყიდველის/მომსახურების მიმწოდებლის/მყიდველის მიმართ;
- ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები საჭიროა თაღლითური ან უკანონო ქმედებების გამოვლენის/თავიდან აცილების/შემსუბუქების ან გამოძიების მიზნით;
- ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები საჭიროა ჩვენთვის რელევანტური კანონებისა და რეგულაციების შესასრულებლად;
- ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები საჭიროა საჩივრებზე რეაგირების მოსახდენად და მათი მოგვარების გზების მოსაძიებლად;
- არსებობს ბრძანება/განკარგულება/გადაწყვეტილება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მხრიდან ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები შენარჩუნება/შენახვაზე;
თუ თქვენი მონაცემების წაშლას ვერ განვახორციელებთ რაიმე სახის მიზეზით, იგი შენარჩუნებული იქნება ჩვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკის შესაბამისად.
როგორ ხდება თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავება და გამოყენება შპს ჯითი1_ს მიერ
წინამდებარე პოლიტიკა ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით შპს ჯითი1 “ (ს/კ 405380154, რეგისტრირებული მისამართი: თბილისი, საკონტაქტო ინფორმაცია: (შემდგომში „კომპანია“ ან „ჩვენ“) არსებულ დაცვის მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც კომპანია უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას. ეს უკანასკნელი მოიცავს ინფორმაციას, რომელსაც კომპანია მოიპოვებს თქვენთვის მომსახურების გაწევის პერიოდში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომში ასევე გამოიყენება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. პოლიტიკის მიზანია, მოგაწოდოთ ინფორმაცია პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისას ჩვენი მუშაობის პრინციპებისა და თქვენი სამართლებრივი დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით.
ჩვენ გპირდებით, რომ:
● ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე;
● არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად;
● თქვენი მოთხოვნისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.
პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალობის დაცვის დაპირების მსგავსად, აღნიშნულ მონაცემებს იცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი.
კანონმდებლობის თანახმად, თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების თაობაზე. თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ შემდეგი ინფორმაცია:
● რომელი მონაცემები მუშავდება თქვენ შესახებ;
● მონაცემთა დამუშავების მიზანი;
● მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
● რა გზით შეგროვდა თქვენი მონაცემები;
● ვის გადაეცა თქვენი მონაცემები;
● მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.
თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ჩვენ მიერ დამუშავებული ინფორმაციის ასლი.
კანონმდებლობის შესაბამისად თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. ასევე, გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი მონაცემების დამუშავების შეწყევტა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რამაც შესაძლოა ხელი შეგვიშალოს დაუყოვნებლივ წავშალოთ თქვენი პირადი მონაცემები. ასეთი ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს საგადასახადო კანონმდებლობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სხვა რელევანტური კანონმდებლობიდან.
თქვენთვის აღნიშნული ინფორმაციის მოწოდების ვალდებულება კომპანიას წარმოეშობა თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში. პერსონალური მონაცემების გამოყენების უფლება გვაქვს იმ შემთხვევაში, როცა ამისათვის გაგვაჩნია თქვენი თანხმობა, კონკრეტული სახელშეკრულებო ან/და კანონისმიერი საფუძველი.
კომპანიას აქვს თქვენი ინფორმაციის დამუშავების კანონიერი საფუძველი. თქვენი პერსონალური ინფორმაცია მუშავდება კონკრეტული მიზნით რაც გულისხმობს ბიზნესთან დაკავშირებული ან/და კომერციული მიზნის არსებობას. მნიშვნელოვანია, რომ მოცემულ შემთხვევაშიც, კომპანიის მიერ ინფორმაციის დამუშავება არ არის მიმართული თქვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ.
თქვენ მიერ ჩვენი ვებგვერდის/პლატფორმის/აპლიკაციის მეშვეობით რომელიმე აქტივობაში ჩართვისას, ჩვენ შეიძლება გთხოვოთ თქვენ შესახებ გარკვეული პერსონალური ინფორმაციის წარმოდგენა. ასეთ აქტივობებს მიეკუთვნება:
● მომხმარებლის პროფილის (ანგარიშის) შექმნა;
● ჩვენთან ან ჩვენს პარტნიორებთან პროდუქტის ან მომსახურების შეკვეთა;
● ინფორმაციის გაგზავნა და/ან რაიმე ინფორმაციის განხილვის გვერდზე დადება;
● ჩვენ ან ჩვენი პარტნიორების მიერ დაფინანსებულ კონკურსებში, გამოკითხვებში მონაწილეობა;
● კომენტარის განთავსება, ჩვენთვის ან ჩვენი პარტნიორებისათვის საკუთარი აზრის გაზიარება;
● ჩვენს მომსახურებაზე ინფორმაციის მოთხოვნა;
● ჩვენთან დასაქმების მიზნით განცხადების გამოგზავნა;
● ჩვენი ვებგვერდის/აპლიკაციის მეშვეობით მესამე მხარეთა მიერ წარმოდგენილი სპეციალური შეთავაზებებისათვის დარეგისტრირება და სხვ. აქტივობები.
ჩვენ ვაგროვებთ ჩვენი მომხმარებლების შესახებ შემდეგი სახის ინფორმაციას:
საიდენტიფიკაციო (პერსონალური) ინფორმაცია
საიდენტიფიკაციო (პერსონალური) ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაცია. პლატფორმაზე არსებულ აქტივობებში ჩართვა თქვენთვის სავალდებულო არ არის. თუმცა, თუ თქვენ გადაწყვეტთ აღნიშნულ აქტივობებში ჩართვას, ჩვენ შეიძლება გთხოვოთ თქვენ შესახებ შემდეგი სახის პირადი (პერსონალური) ინფორმაციის წარმოდგენა:
● თქვენი სახელი და გვარი;
● ელექტრონული ფოსტის მისამართი;
● ტელეფონის ნომერი;
● პირადი ნომერი;
● მისამართი;
● სქესი;
● დაბადების თარიღი;
● სხვა დამატებითი ნებაყოფლობით შესავსები ინფორმაცია თქვენ შესახებ.
როდესაც თქვენ უკვეთავთ პროდუქტებს ან მომსახურებას, ჩვენ შეიძლება ასევე გთხოვოთ, წარმოადგინოთ თქვენი საკრედიტო ბარათის ნომერი, ვადის გასვლის თარიღი, აუთენტურობის კოდი ან სხვა ინფორმაცია. ეს უკანასკნელი არ ინახება ჩვენს ვებგვერდზე, რადგან გადახდა ხდება ჩვენი პარტნიორი ბანკის უსაფრთხოების სერვერზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება თქვენი საკრედიტო ბარათის ინფორმაციაზე (გარდა ბარათის ტიპისა და ვალიდურობის მაიდენტიფიცირებელი პირველი ექვსი და ბოლო ოთხი ციფრისა). იმის მიხედვით, თუ რა სახის აქტივობაში ჩაერთვებით, ზოგიერთი ინფორმაციის წარმოდგენა იქნება სავალდებულო, ზოგიერთის კი – ნებაყოფლობითი. თუ თქვენ არ წარადგენთ კონკრეტული აქტივობისთვის სავალდებულო ინფორმაციას, თქვენ ვერ ჩაერთვებით ამ აქტივობაში.
„მზა ჩანაწერები“ (Cookies)
ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს და ვაკვირდებით ჩვენს ვებგვერდზე მომხამრებლების ქცევას, რათა დავრწმუნდეთ, რომ გთავაზობთ საუკეთესო გამოცდილებას ჩვენს ვებგვერდზე ყოფნისას და შევძლოთ მუდმივად გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი.
ჩვენს ვებგვერდზე ვაგროვებთ ინფორმაციას Cookies-ების, მომხმარებლების ვებგვერდზე ნავიგაციისა და ქცევის შესახებ, კერძოდ:
● "IP მისამართი, მოწყობილობის ტიპი, ოპერაციული სისტემა, ეკრანის რეზოლუცია, ბრაუზერი (ტიპი და სხვა ტექნიკური მახასიათებლები) საიდანაც ხდება ვებგვერდზე შემოსვლა;
● ვაგროვებთ ინფორმაციას ჩვენს ვებგვერდზე გახსნილი გვერდების, სესიის ხანგრძლივობისა და სესიის სხვადასხვა პარამეტრების შესახებ;
● ინფორმაცია იმ ქმედებების შესახებ, რომელიც ჩვენს ვებგვერდზე მოხდა: ფორმების შევსება, ვებგვერდის ინტერაქციული ელემენტების გამოყენება და ა.შ.
● ვებგვერდზე ველების შევსების პროცესი, დრო და ფორმა.
ვებგვერდის გამოყენების დაწყებამდე, თქვენ გაქვთ საშუალება დაეთანხმოთ Cookies და მომხმარებელთა ქცევაზე დაკვირვების შესახებ შეტყობინებას „თანხმობა“ ღილაკზე დაჭერით. იმ შემთხვევაში, თუ არ დაეთანმხებით Cookie პოლიტიკას, თუმცა გააგრძელებთ ვებგვერდის გამოყენებას აღნიშნული ქმედება მაინც ჩაითვლება თქვენს თანხმობად ზემოთ აღნიშნულ პოლიტიკაზე.
თუ გსურთ შეზღუდოთ Cookie ფაილები ან დაბლოკოთ ისინი ჩვენს ვებგვერდზე, ამის განხორციელება შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით. ამასთან, გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ჩვენ მიერ შემოთავაზებული ზოგიერთი სერვისი არ იფუნქციონირებს თუ დაბლოკავთ ან წაშლით Cookie-ს ფაილებს. რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ჩვენი სერვისის მიღების შეუძლებლობა.
ჩვენ ან/და ჩვენ მიერ უფლებამოსილ მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერებს და მარეკლამირებელ პირებს შეუძლიათ ავტომატურად მიიღონ ზემოაღნიშნული ინფორმაცია იმ დროს, როდესაც თქვენ სარგებლობთ ჩვენი ვებგვერდით. ეს ხორციელდება ისეთი ელექტრონული მექანიზმების მეშვეობით, როგორიცაა „Cookies“, „Web Beacons“, „Pixel Tags“.
ავტომატური გადაწყვეტილების მისაღებად, მათ შორის პროფილირებისთვის, ჩვენ ზოგჯერ ვიყენებთ პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც გვაქვს, ან გვაქვს უფლება შევაგროვოთ სხვა სუბიექტებისგან კანონმდებლობის, თქვენთან არსებული ხელშეკრულების, ან თქვენს მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე. აღნიშნული გვეხმარება დავრწმუნდეთ იმაში, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები არის სწრაფი, სამართლიანი და ეფექტური. ავტომატიზირებულმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ჩვენს მიერ ახლა ან მომავალში შემოთავაზებულ/შემოსათავაზებელ პროდუქტებზე და სერვისზე. თუ არ არსებობს ზემოაღნიშნული საფუძველი (საკანონმდებლო, სახელშეკრულებო, თანხმობა), თქვენ უფლება უფლებამოსილი ხართ არ დაექვემდებაროთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც დაფუძნებულია მხოლოდ ავტომატიზირებულ დამუშავებაზე, მათ შორის პროფილირებაზე, რომელიც თქვენზე ახდენს მნიშველოვანი სახის იურიდიული, ფინანსური ან სხვა სახის გავლენას.
ჩვენ ვიღებთ შემდეგი სახის ავტომატურ გადაწყვეტილებებს:
ავტომატური გადაწყვეტილების მისაღებად, მათ შორის პროფილირებისთვის, ჩვენ ზოგჯერ ვიყენებთ პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც გვაქვს, ან გვაქვს უფლება შევაგროვოთ სხვა სუბიექტებისგან კანონმდებლობის, თქვენთან არსებული ხელშეკრულების, ან თქვენს მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე. აღნიშნული გვეხმარება დავრწმუნდეთ იმაში, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები არის სწრაფი, სამართლიანი და ეფექტური. ავტომატიზირებულმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ჩვენს მიერ ახლა ან მომავალში შემოთავაზებულ/შემოსათავაზებელ პროდუქტებზე და სერვისზე. თუ არ არსებობს ზემოაღნიშნული საფუძველი (საკანონმდებლო, სახელშეკრულებო, თანხმობა), თქვენ უფლება უფლებამოსილი ხართ არ დაექვემდებაროთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც დაფუძნებულია მხოლოდ ავტომატიზირებულ დამუშავებაზე, მათ შორის პროფილირებაზე, რომელიც თქვენზე ახდენს მნიშველოვანი სახის იურიდიული, ფინანსური ან სხვა სახის გავლენას.
ჩვენ ვიღებთ შემდეგი სახის ავტომატურ გადაწყვეტილებებს:
● ფასი
ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ზოგიერთ პროდუქტზე და სერვისის ფასზე გადაწყვეტილება ჩვენთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე.
● პროდუქტებისა და სერვისების მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგება
ჩვენ მომხმარებლებს ვყოფთ შესაბამისი ჯგუფებად, რომელთაც ვუწოდებთ მომხმარებელთა სეგმენტებს. ჩვენ აღნიშნულ ჯგუფებს ვიყენებთ ჩვენი მომხმარებლების საჭიროებების შესასწავლად და შედეგად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც თქვენთვის სასარგებლო და ხელსაყრელი იქნება. აღნიშნული გვეხმარება მომხმარებლის სხვადასხვა სეგმენტისთვის პროდუქტებისა და სერვისების შექმნასა და მათთან ურთიერთობის მართვაში.
● თაღლითობის გამოვლენა
ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, რათა გადაწყვიტოთ, შეიძლება თუ არა თქვენი ანგარიშების/პროფილის გამოყენება თაღლითობის ან ფულის გათეთრებისთვის. ჩვენ შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ თქვენი ანგარიში/პროფილი გამოიყენება არასწორად. თუ ჩვენ გამოვავლენთ თაღლითობის რისკს, ვიტოვებთ უფლებას შევაჩეროთ საეჭვო ანგარიშების/პროფილის ტრანზაქციები/ოპერაციები თქვენი უსაფრთხოებისთვის ან შევზღუდოთ/შევწყვიტოთ მათზე წვდომა/გავაუქმოთ შესაბამისი სერვისი.
● სხვა
კომპანიის სერვისების შეთავაზებისა და მიწოდების მიზნით.
ჩვენ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ვაჯგუფებთ შემდეგნაირად:
პერსონალური ინფორმაციის ტიპები |
აღწერილობა |
სახელშეკრულებო |
დეტალური ინფორმაცია ჩვენ მიერ თქვენთვის მიწოდებული პროდუქტებისა და გაწეული მომსახურების შესახებ |
ლოკაციური |
მონაცემები თქვენს ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა კომპანიამ მოიპოვოს თქვენი მობილური ტელეფონის დახმარებით, კომპიუტერის ინტერნეტში ჩართვის მისამართიდან ან იმ ობიექტის ადგილმდეგარეობიდან, სადაც ახორციელებთ ოპერაციებს. |
ქცევითი |
დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იყენებთ ჩვენს პროდუქტებს და მომსახურებას. |
ტექნიკური |
ინფორმაცია თქვენ მიერ გამოყენებული მოწყობილობებისა და ტექნოლოგიის შესახებ. |
საკომუნიკაციო |
ინფორმაცია, რომელსაც კომპანია მოიპოვებს ელექტრონული წერილებისა ან/და სხვა ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალებით თქვენ შესახებ თქვენ მიერ შპს ჯითი1 “ პლატფორმის მომსახურებასთან დაკავშირებით თქვენსა და ჩვენ შორის, ასევე თქვენსა და ჩვენს პარტნიორ(ებ)ს* შორის განხორციელებულ კომუნიკაციისას. |
ფინანსური |
ინფორმაცია პლატფორმაზე თქვენი გადახდებისა და ბალანსის თაობაზე. |
დოკუმენტური მონაცემები |
სხვადასხვა ფორმატის დოკუმენტებსა და მათ ასლებში ასახული ინფორმაცია თქვენს შესახებ. ასეთ დოკუმენტებს მიეკუთვნება თქვენი პასპორტი და პირადობის დამადასტურებელი საბუთი. |
● თქვენთან ურთიერთობისთვის;
● თქვენზე მორგებული ეფექტური მარკეტინგული აქტივობების შესამუშავებლად და განსახორციელებლად;
● თქვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, თქვენთვის საინტერესო პროდუქტებისა და მომსახურების იდენტიფიცირებისა და ამ ინფორმაციის თქვენთვის მოწოდებისთვის;
● იმის შესასწავლად, თუ როგორ იყენებენ მომხმარებლები ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებას და მარკეტინგული თუ სხვა აქტივობების ეფექტურობის შესაფასებლად;
● ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებასთან დაკავშირებით რჩევებისა თუ რეკომენდაციების მისაღებად;
● ჩვენი პლატფორმის, ბრენდების, პროდუქტებისა და მომსახურების განსავითარებლად/სამართავად და სტატისტიკის წარმოებისთვის;
● ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების მოსაწოდებლად;
● მომხმარებლის გადახდების განსახორციელებლად და სამართავად;
● ფინანსური დანაშაულის გამოსავლენად, პრევენციისა და ანგარიშგების საწარმოებლად;
● ჩვენი და ჩვენი მომხმარებლების რისკების სამართავად;
● ჩვენთვის რელევანტური კანონებისა და რეგულაციების შესასრულებლად;
● საჩივრებზე რეაგირებისა და მოგვარების გზების მოსაძიებლად;
● მინიჭებული უფლებებისა და ვალდებულებების განსახორციელებლად;
● ვებგვერდის მომხმარებლების დაცვისა და თაღლითური ქმედებების პრევენციისთვის;
● ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და სხვა დანაშაულებრივი ღონისძიებების თავიდან აცილების მიზნით;
● ვებგვერდის და მისი კომპონენტების ადაპტირებისთვის მომხმარებლის საჭიროებების მიხედვით;
● თქვენი საჭიროებების და სურვილების თაობაზე პარტნიორ(ებ)ის ინფორმირებისთვის;
● პროდუქტებისა და მომსახურების განვითარების მიზნით პარტნიორ(ებ)ის ინფორმირება თქვენი საჭიროებების და სურვილების თაობაზე;
● ახალი პროდუქტებისა თუ მომსახურების შეთავაზებისთვის მომხმარებელთა ფოკუს ჯგუფების განსაზღვრა;
● ჩვენი კანონიერი მოვალეობების და სახელშეკრულებო ვალდებულებების ეფექტიანად შესრულება;
● ჩვენთვის რელევანტურ რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
● პროდუქრებისა და მომსახურების განვითარების მიზნით კვლევების ჩატარება.
თქვენ შესახებ ინფორმაციის (მათ შორის პერსონალური ინფორმაციის) მოპოვება ხდება თქვენი ნებაყოფლობითი თანხმობის საფუძველზე, კომპანიის პლატფორმაზე/ვებგვერდებზე (azomva.com; www.agreement.ge; და სხვ.) თქვენს მიმერ ინფორმაციის მოწოდებით ან/და პარტნიორ(ებ)ისგან ინფორმაციის გამოთხოვნის გზით.
ჩვენ პარტნიორ(ებ)ისგან გამოვითხოვთ ინფორმაციას:
● მათ პლატფორმაზე რეგისტრაციისას თქვენ მიერ მითითებული მონაცემების (მ.შ პერსონალური ინფორმაციის) შესახებ;
● თქვენი პირადი ანგარიშით/პროფილით განხორციელებული ოპერაციების შესახებ;
● მათ პლატფორმაზე თქვენ მიერ განხორციელებული სხვა აქტივობების შესახებ;
● მათსა და თქვენ შორის კომპანიის მომსახურებასთან/სერვისებთან დაკავშირებით განხორციელებული წერილობითი თუ ზეპირი კომუნიკაციის შესახებ
თქვენგან მონაცემებს ვიღებთ შემდეგ შემთხვევებში:
● როცა მოგვმართავთ ჩვენი პროდუქტებისა თუ მომსახურების მისაღებად;
● როცა კომუნიკაცია ხორციელდება ჩატის, ტელეფონის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
● როცა თქვენ იყენებთ ჩვენს ვებგვერდებს, მობილურ აპლიკაციებსა და ვებ-ჩატს;
● როცა აგზავნით წერილებს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით.
● თქვენი თანხმობა;
● სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულება;
● ჩვენი კანონიერი ინტერესები;
● ჩვენი კანონიერი მოვალეობა;
● რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
შპს ჯითი1 “ უფლებამოსილია მომხმარებლისათვის მოკლე ტექსტური შეტყობინებებით შეთავაზებების გაგზავნის მიზნებისთვის საჭირო ინფორმაცია (მ.შ. მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია) მიაწოდოს შპს ჯითი1 “ სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ სატელეკომუნიკაციო (მობილურ) ოპერატორ(ებ)ს, რომლებიც თავის მხრივ კისრულობენ ვალდებულებას, დაიცვან ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალობა და არ დაამუშავონ სხვა მიზნებისთვის.
თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება დაგვჭირდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, ასევე სხვა ორგანიზაციებთან, რომლებმაც თქვენ მიერ შერჩეული პროდუქტი თუ მომსახურება უნდა მოგაწოდონ/შემოგთავაზონ იმ პირობით, რომ:
● ასეთი ინფორმაციის გაზიარებამდე ხსენებულმა მხარეებმა სავალდებულო წესით უნდა განაცხადონ თანხმობა, შეინახონ თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ და კონფიდენციალურად.
ჩვენ უფლებას ვიტოვებთ კანონით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში სამართალდამცავ ორგანოებს მივცეთ წვდომა თქვენს პირად მონაცემებზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულების, მათ შორის დანაშაულის დადგენის, გამოძიების და აღკვეთის მიზნით.
თუ არ ისურვებთ პირადი ინფორმაციის გაცემას, შესაძლოა, შეფერხდეს ან შეუძლებელი გახდეს ჩვენ მიერ თქვენ წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის ანგარიშის/პროფილის გამოყენება ან შესაბამისი მომსახურებების მიღება.
მესამე პირები (აპლიკაციები/სერვისები): თქვენი ინფორმაცია მოწყობილობის ნომრის, მოდელის, ბრენდის, სახელის, საოპერაციო სისტემის ვერსიისა და აპლიკაციის ვერსიის შესახებ გადაეცემა ისეთ აპლიკაციებს, როგორიცაა: Google Analytics, Matomo.org, Facebook Pixel და Hotjar.com, ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ VWO Analyze tool, რომლის საშუალებითაც დავამუშავებთ/ვამუშავებთ ინფორმაციას ვებგვერდზე/აპლიკაციაში თქვენი ქცევის შესახებ ჩვენი მომსახურების გაუმჯობესების მიზნით.
თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შესაძლებელია მოხდეს კომპანიის რეორგანიზაციის ან/და შერწყმის შედეგად. ამ შემთხვევაში ჩვენი სამართალმემკვიდრე მოიპოვებს ჩვენს ხელთ არსებულ სრულ ინფორმაციას, მათ შორის თქვენს პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციას. მიუხედავად ამისა, თქვენს პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციაზე ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გავრცელდება წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკა.
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, გავცეთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია იმ შემთხვევებში, როდესაც ამას მოითხოვს კანონმდებლობა ან სამოქალაქოსამართლებრივი, სისხლისსამართლებრივი თუ ადმინისტრაციული სახის საქმის წარმოების დროს, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მოთხოვნის/თანხმობის სააფუძველზე ან ჩვენი ინიციატივით, როცა აღნიშნული უფლება გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობით. ჩვენ, ასევე, ვიტოვებთ უფლებას, გავცეთ თქვენი ინფორმაცია შემდეგი მიზნებისათვის: წინამდებარე პოლიტიკის დაცვა და განხორციელება; ჩვენი ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების დაცვა და განხორციელება; ვებგვერდის, მისი მომხმარებლების ან სხვათა უფლებების, საკუთრების ან უსაფრთხოების დაცვა.
ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით უსაფრთხოების საკითხს და ვატარებთ არაერთ ზომას პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის დასაცავად.
თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენი პაროლისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითების შემთხვევაში. ეს პაროლი დაშიფრულია. ჩვენ გირჩევთ, რომ არავის გაანდოთ თქვენი პაროლი. გარდა ამისა, თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე, რომელზეც მხოლოდ შესაბამის პერსონალსა და კონტრაქტორებს მიუწვდებათ ხელი.
სამწუხაროდ, მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის ან უკაბელო ქსელის საშუალებით შეუძლებელია იყოს აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო. ჩვენ ვატარებთ კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ მონაცემები და ასევე ვცდილობთ კავშირები დავამყაროთ მხოლოდ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც იგივენაირად უდგებიან ამ საკითხს. თუმცა ჩვენ ვერ გავცემთ რაიმე გარანტიას ვებგვერდისათვის ან ვებგვერდიდან გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე და არ ვაგებთ პასუხს მესამე მხარის ქმედებაზე, რომელმაც შეიძლება უნებართვოდ მიიღოს მსგავსი ინფორმაცია.
თქვენი პერსონალური მონაცემები გვეხმარება, დავადგინოთ, შესაძლოა თუ არა თქვენი ანგარიში/პროფილი გამოყენებულ იქნას თაღლითობის თუ ფულის გათეთრების მიზნებისათვის. ჩვენ მიერ თაღლითობის რისკის დაფიქსირების შემთხვევაში, უფლებას ვიტოვებთ, თქვენივე უსაფრთხოებისთვის დროებით შევაჩეროთ ტრანზაქციები/შეკვეთები ან უარი განვაცხდოთ შესაბამისი მომსახურების გაწევაზე.
წინამდებარე ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა ეხება:
● ინფორმაციის გამოყენებასა და გამჟღავნებას, რომელსაც ჩვენ ვიღებთ თქვენგან შპს ჯითი1 “ პლატფორმაზე/ვებგვერდებზე ( azomva.com; www.agreement.ge; და სხვ.). ● იმ ინფორმაციის გამოყენებასა და გამჟღავნებას, რომელსაც ჩვენ ვიღებთ პარტნიორ(ებ)ისგან თქვენი თანხმობის საფუძველზე.
● იმ ინფორმაციის გამოყენებასა და გამჟღავნებას, რომელი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე/პლატფორმაზე ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენი პაროლისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითების შემთხვევაში. ეს პაროლი დაშიფრულია. ჩვენ გირჩევთ, რომ არავის გაანდოთ თქვენი პაროლი. გარდა ამისა, თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე, რომელზე წვდომა გააჩნია მხოლოდ კონკრეტულად განსაზღვრულ პერსონალს.
● სხვა ვებგვერდებს, რომლებზე გადამისამართებაც შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდან, საკუთარი კონფიდენციალობის პოლიტიკა და მონაცემთა კრებული, ასევე ასეთი ინფორმაციის გამოყენებისა და გამჟღავნების პრინციპები აქვთ. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ მესამე მხარეთა საქმიანობაზე, შესაბამისად მოგიწოდებთ, თქვენი ინფორმაციის გაცემამდე ყურადღებით გაეცნოთ მათი კონფიდენციალობის პოლიტიკ(ებ)ს.
18 წლამდე არასრულწლოვან პირებს ეკრძალებათ შპს ჯითი1 პლატფორმით/ვებგვერდებით სარგებლობა. ჩვენ განზრახ არ ვინახავთ ან ვაგროვებთ ინფორმაციას 18 წლამდე პირებისაგან. არასრულწლოვანთა პირადი ინფორმაციის დაცვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, თუ ჩვენ გავიგებთ, რომ მომხმარებელი არის 18 წლამდე ასაკის პირი, ჩვენ გავატარებთ შესაბამის ღონისძიებებს, რათა წავშალოთ ამ მომხმარებლის პირადი ინფორმაცია ჩვენი მონაცემთა ბაზიდან. სარგებლობთ რა შპს ჯითი1“ პლატფორმით/ვებგვერდებით (azomva.com; www.agreement.ge; და სხვ.) თქვენ აქვე ადასტურებთ, რომ ხართ სულ მცირე 18 წლის.
ჩვენ შეგვიძლია ჩვენს ვებგვერდზე გამოვყოთ ადგილები, სადაც თქვენ შეძლებთ თქვენ შესახებ ინფორმაციის საჯაროდ განთავსებას, ასევე სხვებთან კომუნიკაციას ფორუმების ან ბლოგების მეშვეობით, პროდუქტების დათვალიერებას და კონტენტის გაგზავნას. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება სხვა მომხმარებლებისა და ორგანიზაციებისათვის და შეიძლება, ასევე, გამოჩნდეს სხვა ვებგვერდებსა და ინტერნეტის საძიებო სისტემებში. შესაბამისად, ეს ინფორმაცია შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს, შეგროვდეს და გამოყენებულ იქნეს სხვების მიერ. მაგალითად, თუ თქვენ მიუთითებთ თქვენს ელექტრონულ ფოსტას რომელიმე პროდუქტთან ან/და მომსახურებასთან დაკავშირებით საჯარო კომენტარის გაკეთებისას, თქვენ შეიძლება მიიღოთ არასასურველი ელექტრონული ფოსტა. ჩვენ ვერ ვახორციელებთ კონტროლს იმაზე, თუ ვინ კითხულობს თქვენ მიერ ვებგვერდზე საჯაროდ და ნებაყოფლობით დადებულ ინფორმაციას და ვინ როგორ გამოიყენებს მას. ამიტომ, გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე თქვენი ნებისმიერი პირადი ინფორმაციის ვებგვერდზე საჯაროდ განთავსებისას. როგორც წესი, ჩვენ მოვიპოვებთ ნებართვას ჩვენი მომხმარებლისაგან, სანამ მის სახელს მივუთითებთ მისი კომენტარის გასწვრივ.
კომპანიის ვებგვერდი შესაძლებელს ხდის მომხმარებლებისათვის „Facebook“-ზე შესვლას, რათა მათ იურთიერთონ მეგობრებთან და გაუზიარონ მათ ინფორმაცია „Facebook“-ის კედლისა და მეგობართა სიახლეების დაფის მეშვეობით. თუ თქვენ დარეგისტრირებული ხართ კომპანიის ვებგვერდზე და „Facebook“-ზე და დააჭერთ „Facebook ავტორიზაციას“-ს, თქვენი ორივე პროფილი შეერთდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ “Facebook”-სა და შპს ჯითი1 “ რეგისტრაციისას მითითებული თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართები არ დაემთხვევა ერთმანეთს. თუ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართები ერთმანეთს არ ემთხვევა, ჩვენ გკითხავთ, გსურთ თუ არა მათი შეერთება. მაშინ თქვენ შეიყვანთ თქვენს პაროლს, რათა დაადასტუროთ, რომ „Facebook“ აკონტროლებს ამ ანგარიშს/პროფილს. თუ თქვენ დარეგისტრირებული ხართ კომპანიის ვებგვერდზე, მაგრამ არა „Facebook“-ზე და დააჭერთ „Facebook ავტორიზაციას“-ს, თქვენ შემოგთავაზებენ „Facebook“ მანდატის შექმნას ან „Facebook“–ზე დარეგისტრირებას. თუ თქვენ გააგრძელებთ, ხელმისაწვდომს გახდით თქვენს ინფორმაციას კომპანიის ვებგვერდისათვის და ამავე დროს კომპანიის ვებგვერდების გამოყენებისას დაეთანხმებით „Facebook“–ით სარგებლობის პირობებს.
მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ საიტზე სამუშაოს დასრულების შემდეგ არ მოხდება სისტემიდან ავტომატურად გამოსვლა და სესიის დასრულებამდე მისი მონაცემები იქნება ხელმისაწვდომი მესამე პირისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით ნებისმიერი პასუხისმგებლობა სრულად დაეკისრება მომხმარებელს.
კომპანიის ვებგვერდი შესაძლებელს ხდის მომხმარებლებისათვის „Google“-ის ელექტრონულ ფოსტაზე შესვლას, რათა მათ იურთიერთონ მეგობრებთან და გაუზიარონ მათ ინფორმაცია „Google“-ის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. თუ თქვენ დარეგისტრირებული ხართ კომპანიის ვებგვერდზე და გაქვთ „Google“-ის ელექტრონული ფოსტა და დააჭერთ „Google“-ს, თქვენი ორივე პროფილი შეერთდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ “Google”-სა და შპს ჯითი1 “ რეგისტრაციისას მითითებული თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართები არ დაემთხვევა ერთმანეთს. თუ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართები ერთმანეთს არ ემთხვევა, ჩვენ გკითხავთ, გსურთ თუ არა მათი შეერთება. მაშინ თქვენ შეიყვანთ თქვენს პაროლს, რათა დაადასტუროთ, რომ „Google“ აკონტროლებს ამ ანგარიშს/პროფილს. თუ თქვენ დარეგისტრირებული ხართ კომპანიის ვებგვერდზე, მაგრამ არა „Google“-ზე და დააჭერთ „Google ავტორიზაციას“, თქვენ შემოგთავაზებენ „Google“ მანდატის შექმნას ან „Google“–ის ელექტრონული ფოსტის დარეგისტრირებას. თუ თქვენ გააგრძელებთ, ხელმისაწვდომს გახდით თქვენს ინფორმაციას კომპანიის ვებგვერდისათვის და ამავე დროს კომპანიის ვებგვერდების გამოყენებისას დაეთანხმებით „Google“–ით სარგებლობის პირობებს.
მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ საიტზე სამუშაოს დასრულების შემდეგ არ მოხდება სისტემიდან ავტომატურად გამოსვლა და სესიის დასრულებამდე მისი მონაცემები იქნება ხელმისაწვდომი მესამე პირისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით ნებისმიერი პასუხისმგებლობა სრულად დაეკისრება მომხმარებელს.
თქვენ უფლება გაქვთ:
1. მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ; 2. პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული პრეტენზიები დააფიქსიროთ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში; 3. ნებისმიერ დროს უარი განაცხადოთ ან შეზღუდოთ ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, რასთან დაკავშირებითაც უნდა გვაცნობოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე ჩვენ ვკისრულობთ ვალდებულებას, ამგვარი შეტყობინების მიღებიდან 5-10 სამუშაო დღის ვადაში შევწყვიტოთ მონაცემების დამუშავება. თუ არ ისურვებთ პირადი ინფორმაციის გაცემას ან მოითხოვთ ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტას, შესაძლოა, შეფერხდეს ან შეუძლებელი გახდეს ჩვენ მიერ თქვენ წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის ანგარიშის/პროფილის გამოყენება ან შესაბამისი მომსახურებების მიღება. 4. უარი განაცხადოთ ავტომატური საშუალებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში თქვენი მონაცემების გამოყენებაზე (მათ შორის პროფაილინგზე), რასთან დაკავშირებითაც წერილობით უნდა გვაცნობოთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@azomva.com ჩვენ ვკისრულობთ ვალდებულებას, თქვენი შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში შევწყვიტოთ მონაცემების ამგვარი დამუშავება; კონფიდენციალობის პოლიტიკასთან, ჩვენს საერთო უფლება-მოვალეობებთან ან ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით არსებული შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგი საკომუნიკაციო არხის გამოყენებით: ელ-ფოსტის მისამართი: info@azomva.com თუ თქვენ ხართ შპს ჯითი1 “ სხვადასხვა პლატფორმის/ვებგვერდის/აპლიკაციის (azomva.com; www.agreement.ge და სხვ.) მომხმარებელი და გსურთ წერილობითი შეტყობინებით უარი განაცხადოთ ან შეზღუდოთ ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეტყობინებაში მიუთითეთ დეტალური ინფორმაცია თუ შპს „ჯითი1“ რომელ პლატფორმაზე/ვებგვერდზე/აპლიკაციაში რომელ პერსონალური მონაცემის დამუშავებაზე აცხადებთ უარს ან/და რა სახით გსურთ ინფორმაციის დამუშავების შეზღუდვა.
თუ თქვენ ხართ შპს ჯითი1 “ სხვადასხვა პლატფორმის/ვებგვერდის/აპლიკაციის მომხმარებელი თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მომხმარებლის ანგარიშის/პროფილის გაუქმება კომპანიის წესებისა და პირობებით (ანგარიშის/პროფილის დახურვის პროცედურა) განსაზღვრული წესის დაცვით.
თქვენს პირად მონაცემებს ვინახავთ თქვენი მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში.
აგრეთვე, მომსახურების დასრულების შემდეგ 10 წლის ვადით შემდეგი მიზეზების გამო:
● კითხვებსა და საჩივრებზე პასუხის გასაცემად;
● იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ სამართლიანად მოგექეცით;
● შესაბამისი რეგულაციების/წესების დაცვით აღრიცხვის წარმოების მიზნით;
● კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად.
თუ ფიქრობთ, რომ ჩვენთან შენახული თქვენი ნებისმიერი მონაცემი არასწორი ან არასრულია, გთხოვთ დაგვიკავშირდით თქვენი ეჭვების დასაფიქსირებლად. ჩვენ ყველა გონივრულ ზომას მივიღებთ, რომ შევამოწმოთ და გამოვასწოროთ ეს ხარვეზი. თქვენ უფლება გაქვთ, არ დაეთანხმოთ ჩვენ მიერ თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებას ან მოითხოვოთ მათი წაშლა, ამოღება ან გამოყენების შეწყვეტა, თუ ჩვენ არ გვაქვს მათი შენახვის საკანონმდებლო საფუძველი. დაგვიკავშირდით, თუ არ ეთანხმებით ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების გამოყენებას, თუ გაქვთ შეკითხვები ან თუ გნებავთ თქვენი მონაცემების გაუქმება ან გამოყენების შეზღუდვა.
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს შევცვალოთ წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკა. კონფიდენციალობის პოლიტიკაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება ინფორმაციის დაცვის გვერდზე და სხვა ისეთ ადგილებში, რომლებიც, ჩვენი აზრით, უზრუნველყოფს თქვენს საქმის კურსში ყოფნას იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის ინფორმაციას შევაგროვებთ, როგორ გამოვიყენებთ და რა დროს გავამჟღავნებთ მას (კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში). ამასთან, დაცვის პოლიტიკაში შეტანილი ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ გეცნობებათ ელექტრონული ფოსტის ან ჩვენს მთავარ გვერდზე შესაბამისი შეტყობინების გამოქვეყნების გზით. თქვენი ვალდებულებაა, პერიოდულად შეამოწმოთ კონფიდენციალობის პოლიტიკა.
ინფორმაციას რომელსაც ჩვენ ვიღებთ თქვენგან შპს „ჯითი1“ პლატფორმაზე/ვებგვერდებზე (azomva.com; www.agreement.ge; და სხვ.) ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ თქვენზე მორგებული კონკრეტული მომსახურების ან/და პროდუქტის შეთავაზების გასაცნობად.
ჩვენ წვდომა გვაქვს თქვენს პირად მონაცემებზე იმ ფარგლებში, რასაც თავად გვიზიარებთ ან ჩვენ ვაგროვებთ თქვენთვის მომსახურების გაწევის პროცესში ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით.
ჩვენ შევისწავლით თქვენს მონაცემებს, რათა გავიგოთ, რა გჭირდებათ, რა გაინტერესებთ, ან რა სურვილები შეიძლება გქონდეთ. ასე ვწყვეტთ, რომელი პროდუქტი, მომსახურება თუ შეთავაზება შეიძლება იყოს თქვენთვის შესაფერისი.
ჩვენ მხოლოდ მაშინ ვიყენებთ თქვენს პირად მონაცემებს და გიგზავნით მარკეტინგულ შეტყობინებებს, როცა გვაქვს ამის ლეგიტიმური ინტერესი. ჩვენ გპირდებით, რომ ჩვენი საქმიანობა არასდროს იქნება უსამართლო, არასწორი ან თქვენი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული.
თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდეთ და გვთხოვოთ მარკეტინგული შეტყობინებების გამოგზავნის შეწყვეტა. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს სურვილებს და ასეთი შეტყობინების მიღებისთანავე შევწყვეტთ თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებას პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის.
კონფიდენციალობის პოლიტიკასთან, ჩვენს საერთო უფლება-მოვალეობებთან ან ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით არსებული შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგი საკომუნიკაციო არხების გამოყენებით:
ელ-ფოსტის მისამართი: info@azomva.com
*პარტნიორი - წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკის ფარგლებში პარტნიორი წარმოადგენს იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, რომელიც კომპანიასთან ერთად უზრუნველყოფს/ხელს უწყობს თქვენთვის შპს „ჯითი1“_ს მიერ წესებით და პირობებით განსაზღვრული სერვისის შემოთავაზებასა და მომსახურების გაწევას.
წესებისა და პირობების თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით თქვენ ადასტურებთ, რომ ამავდროულად ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკას, თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს. ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა.
ასევე, წინამდებარე პირობებზე თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენ უფლებამოსილებას გვანიჭებთ ჩვენ და თანხმობას აცხადებთ მასზედ, რომ ჩვენ მიერ საკუთარი შეხედულებისამებრ და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი რაოდენობით, ნებისმიერი წყაროდან გამოთხოვნილ და მიღებულ იქნას ინფორმაცია თქვენ შესახებ, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მათი გაცნობის, გადამოწმების, შედარების, ანალიზის, შენახვის და საკანონმდებლო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულებ(ებ)ის შესრულების მიზნებისთვის.