მთავარი / მომხმარებლის დეტალური ინფორმაცია








რეკლამის ადგილი
300 X 460







რეკლამის ადგილი
300 X 460
შპს ალიგატორი

სერტიფიცირებული
ჯეოკორსის ქსელი 

უძრავი ქონების საამზომველო და საკონსულტაციო კომპანია შპს “ალიგატორი” შეიქმნა 2001 წელს ერთობლივი გერმანულ-ქართული პროექტის kfw “მიწის კადასტრი და რეგისტრაცია” ფარგლებში საკადასტრო-აზომვითი სამუშაოების შესრულების მიზნით. აღნიშნული პროექტი ემსახურებოდა მიწის ბაზრის განვითარებას საქართველოში. შპს “ალიგატორი” მონაწილებდა kfw-ს პროექტის განხორციელებაში მის საბოლოო დასრულებამდე 2007 წლამდე. გერმანულ-ქართული პროექტის kfw ფარგლებში იმ დროისათვის უახლესი GPS აპარატურის გამოყენებით შპს “ალიგატორმა” განახორციელა საქართველოს სხვადასხვა რაიონების - ვანის, ახალციხის, წალკის, თეთრიწყაროს და კასპის რაიონების მიწის ნაკვეთების კადასტრი და მოახდინა აღნიშნული რაიონების ერთიანი GIS გეომონაცემთა ბაზის შექმნა. 2005 წლიდან შპს “ალიგატორი” აფართოვებს საქმიანობის სფეროს და მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების უფრო ფართო სპექტრს, როგორიცაა გეოდეზიური და საკადასტრო სამუშაოები, ტოპოგრაფიული და თემატური რუკების შედგენა, შენობების აზომვითი სამუშაოები და პროექტირება, გეოსაინფორმაციო სისტემები და გეომონაცემთა ბაზების შექმნა. 2008 წლიდან შპს “ალიგატორი” გახდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ავტორიზებული მომხმარებელი, რაც საშუალებას იძლევა განვახორციელოთ როგორც უძრავი ქონების აზომვა, ისე მასზე უფლებათა რეგისტრაცია. ასევე გაგიწევთ უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ იურიდიულ საკითხებზე კვალიფიციურ უფასო კონსულტაციას. ჩვენს მიერ დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება, თანამედროვე საამზომველო ხელსაწყოები და უახლესი კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფა საშუალებას გვაძლევს მაღალი სიზუსტით, მომხმარებლის ინტერესების სრული დაცვით სწრაფად და ხარისხიანად განვახორციელოთ თქვენთვის საჭირო მომსახურება. შევენს მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციას იხილავთ ვებ გვერდზე: www.alligator.ge


ხელსაწყოები: მაღალი სიზუსტის ორსიხშირიანი GNSS GPS - 5 ცალი, ელ. ტაქეომეტრი - 3 ცალი, დრონი - 4 ცალი, მაღალი სიზუსტის ნიველირი -1 ცალი, მანძილმზომი - 4 ცალი.

შეფასებები 0








რეკლამის ადგილი
300 X 460


  • როგორ მუშაობს?
  • სერვისები
  • განცხადებების სია
  • წესები და პირობები
  • დახმარება
  • რეკლამა
  • შესვლა
  • მომხმარებლად რეგისტრაცია
  • ამზომველად რეგისტრაცია
  • შემფასებლად რეგისტრაცია


კონტაქტი

მცირე დამატებითი ინფორმაციამიწის აზომვის
სერვისთან დაკავშირებით.

info@azomva.com
522 22 47 47
თბილისი

გაქვს შეკითხვა ? მოგვწერე

© 2020 ყველა უფლება დაცულია

Forget Password?
Or
Facebook
Google
Twitter
Linkedin
Don't have an account? Register